ვაკო ყაზაიშვილის ვიდეომიმართვა ოჯახის დაკავებულ წევრთან დაკავშირებით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ვაკო ყაზაიშვილის ვიდეომიმართვა palitranews.ge-ზე გავრცელდა.

ვიდეო ფეხბურთელს შსს-ს მიერ დაკავებულ ნოდარ ნიშნიანიძესთან ერთად აქვს ჩაწერილი.

როგორც "პალიტრანიუსს" ფეხბურთელმა განუცხადა, ნოდარ ნიშნიანიძე მისი ოჯახის წევრია და იქიდან გამომდინარე, რომ სამართალდამცველების მხრიდან მუდმივად ელოდა დაკავებას, ვიდეომიმართვა მასთან ერთადაც ჩაწერა, სადაც ის უარყოფს, რომ მას რაიმე ტიპის იარაღი ჰქონდეს სახლში.

აქვე გეტყვით, რომ ნოდარ ნიშნიანიძე ვაკო ყაზაიშვილის ცოლის, გვანცა ნიშნიანიძის ძმა არის.

ნო
დარ ნიშნიანიძე სამართალდამცველებმა 4 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს ყველაფერი ძალიან ძველია, ადრე,ალიბის შესაქმნელად, პოლიციაში იარაღის ჩაბარების შესახებ წინასწარ დაწერილი განცხადებებით (აახლებდნენ ხოლმე დაკუჭულ ფურცელს) დადიოდა იარაღის მატარებელი ხალხი, ეხლა ასეთ ტექნიკურ საშუალებებს, ვიდეოკამერას და ვაკოსნაირ მიამიტ ხალხს იყენებენ
გია-11
07 სექტემბერი 2016 16:42
0
ასე უცერემონიოთ ბავშვების თანდასწრებით იარაღის ჩადება მიშას დროსაც კი არ ხდებოდა.აბა უსამართლოდ დაჭერილი ცოლისძმა არ უნდა დაიცვას?ყველა ნორმალური ქართველი ამას იზამს.პროფესია რა შუაშია.
უღმერთოების ქვეყანა
07 სექტემბერი 2016 16:38
0
ჩვენ ქვეყანას არაფერი არ ეშველება!!!!
emigranti
07 სექტემბერი 2016 16:11
0
ყაზაიშვილიც შუაშია, მეც შუაში ვარ, შენც და საერთოდ ყველა შუაშია, როცა სისტემა ებრძვის საზოგადოებას განურჩევლად წოდებისა და კლასისა
დათო
07 სექტემბერი 2016 15:29
0
რა შუაშია ყაზაიშვილი? დაანებეთ ამ ბიჭს თავი. ჯერ ოქრიაშვილი დარბოდა პოლიციაში, ამან კიდე უფლებადამცველობა დაიწყო....
მამუკა
07 სექტემბერი 2016 14:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული