სპორტული უსაფრთხოების ევროპულმა ასოციაციამ 2016 წლის ივნისიდან-სექტემბერის პერიოდში 37 მატჩი გამოავლინა, რომლებიც, შესაძლოა, ჩაწყობილი იყო. ამასთან, 31 საეჭვო შეხვედრა ჩოგბურთში ჩატარდა, კიდევ სამი - ფეხბურთში და თითო - პლაჟის ფრენბურთში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში.
2015 წლის ანალოგიურ პერიოდში, 34-დან 31 საეჭვო მატჩი ასევე ჩოგბურთზე მოდიოდა, დანარჩენი ფეხბურთში გაიმართა.
როგორც წესი, საეჭვო მატჩებს ფსონების ანალიზის საფუძველზე ავლენენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"