სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, შესაძლოა, ლუკა კურტანიძე გახდეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად, შესაძლოა, ლუკა კურტანიძე დაინიშნოს.

როგორც ჩვენთვის სანდო წყაროსგან გახდა ცნობილი, ხელისუფლებაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად ლუკა კურტანიძეს განიხილავენ, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტში არ მოხვდა.

თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე 2012-14 წლებში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. 2014 წლის 1-ელ დეკემბერს ის თანამდებობიდან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმმა გადააყენა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს. მინისტრის თანამდებობას
ამჟამად ტარიელ ხეჩიკაშვილი იკავებს.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს. სხდომის თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს. პრეზიდენტი ხსნის უშუალოდ პირველ სხდომასაც. ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება ეხსნება - პრემიერ-მინისტრი და მინისტრები დროებით მოვალეობის შემსრულებლები გახდებიან, რის შემდეგაც ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ლუკა ხალიჩაზე იყო მაგარი,ხოლო თანამდებობაზე კი გახსოვთ-თქვენ თვითონ განსაჯეთ
sano
17 ნოემბერი 2016 16:19
0
ჯერ ერთო ორგზის მსოფლიო ჩემპიონია და მერე მეორე ვარძელშვილს არარ აჯობებს. მარტალი კაცია და გაუმარჯოს ღმერთმა არა ნოზაძეს და ნაცბანდა ჯობია.
gamoaqveyneT
17 ნოემბერი 2016 12:39
0
მინისტრობა არ ვიცი,მაგრამ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი კი არა,ორგზის ჩემოიონია
გია
17 ნოემბერი 2016 00:42
0
ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
დატო
16 ნოემბერი 2016 19:27
0
არც დაფიქრდეთ, ისე დანიშნეთ. საგლახაოთ გვაქვს საქმე?!
gela
16 ნოემბერი 2016 16:36
0
ისე კაბინეტი მაგრად უხდება :D
დინამო
16 ნოემბერი 2016 16:30
0
ტატამია ტატამიიიიიიი!!!!!!!!!!!
დინამო
16 ნოემბერი 2016 16:30
0
ვაის გაყრება და უის შეეყრება სპორტი. საშველი არაა გრუზლანდიის.
giga
16 ნოემბერი 2016 16:10
0
სირცხვილია
nika
16 ნოემბერი 2016 16:04
0
კარგია, ნაცების დატოვებულ ბუნაგს მაინც მოანგრევს და მერე წავა თავისით.უსაქმურებით სავსეა იქაურობა.
ვეტერანი
16 ნოემბერი 2016 15:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული