არ ითამაშო - იცხოვრე! - ვინ ლობირებს ხალხის ღლეტის ბიზნესს?!

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "პალიტრამედიამ" უარი თქვა ონლაინკაზინოებისა და ბეთების რეკლამირებაზე და წამოიწყო სოციალური კამპანია "არ ითამაშო - იცხოვრე", ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ეს სწორი­ და აუცილებელი გადაწყვეტილება იყო.

- "პალიტრა მედია" საკუთარ მედია საშუალებებში ონლაინ კაზინოების რეკლამირებას აღარ მოახდენს

მკითხველები, მსმენელები თუ მაყურებ­ლები წერილებში, სატელეფონო ზარების­ თუ მედიასახლში პირადი ვიზიტისას ონლაი­­ნკაზინოებით გაუბედურებულ თავ­იანთ ოჯახის წევრებზე თუ მეგობრებზე ისეთ ამბებს ჰყვებიან, რომ ზოგჯერ ფიქრობ, ნუთუ შეიძლება ადამიანი ასე დაეცეს?

სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ასევე, ფაქტია ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც გაგვიშუქებია თამაშდამოკიდებულ ადამიანებთ­ან დაკავშირებით,
მხოლოდ ზღვაში წვეთია. თუმცა იმაშიც დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენს სოციალურ კამპანიას მისი დაწყების პირველივე დღიდან შედეგი აქვს. თუნდაც ჩვენს მედიასაშუალებებში რეკლამის აკრძალვის შედეგად - "პალიტრამედია" იმხელა აუდიტორიას მოიცავს, რომ წარმოიდგინეთ, ასიათასობით მკითხველს, მსმენელს თუ ტელემაყურებელს (მათ შორის, არასრუ­ლწლოვნებს) არ ექმნებათ ცრუ სარეკლამო ილუზია, რომ "წავიდეს, ითამაშოს და უცბად გამდიდრდეს".

რა თქმა უნდა, ჩვენმა მედიაჰოლდინგმა შეგნებულად თქვა უარი საკმაოდ სოლიდურ შემოსავალზე, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რომ თუნდაც­ ერთი ოჯახი გადაგვერჩინა გაღატაკებისა და გაუბედურებისგან.

თავისთავად, ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების მეპატრონეებსა თუ წარმომ­ადგენლებს არ მოსწონთ, რომ ხელი აღარ მიუწვდებათ "პალ­იტრამედიის" აუდიტორ­იაზე. მათ აღიზიანებთ სოციალური კამპანია "არ ითამაშო - იცხოვრე". თუმცა­ ყველაზე მეტად აი, რისი ეშინი­ათ­ - ემანდ, კამპანიამ მიზანს არ მია­ღწიოს და საკანონმდებლო დონეზე არ დაწესდეს შემზღუდავი­ რეგულაციები ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებზე, ვაითუ, ვეღარ ითამაშონ არასრულწლოვნებმა, რაც მათი ძირითადი სამიზნე ჯგუფია და ზოგადად, შეიქმნას ბარიერი თამაშდამოკიდებულების ჩიხისკენ მიმავალ გზაზე.

სწორედ ეს არის მათთვის მთავარი პრობლემა - რეგულაციების დაწესებით ონლაინკაზინოები და ბე­თები რისკჯგუფებში­ მყოფ მოქა­ლაქეებს თამაშში მილიონებს ვეღარ მოუგებენ და ვეღარ გაღლეტენ.

Sportall.Ge

ამ გაღიზიანებისა და შფოთის სადემონსტრაციოდ სულ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. აგერ, ერთ-ერთი ონლაინტოტალიზატორ "ევროპაბეთის" თანამშრომელმა,­ ვინმე ლაშა გოგუამ, "ფეისბუკში" დაწერა: "სანამ ამ ქვეყანაში იარსებებს "პალიტრამედია", ინტერნეტის ქართული ბაზარი არ განვითარდება. ვაცხადებ როგორც ერთ-ერთი­ იმ კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიჯიტალ ბიუჯეტი აქვს... ისე გამახსენდა, უბრალოდ".

ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ კონკრეტულ ონლაინბეთს შეექმნა ის პრობლემა,­ რომ ინტერნეტრეკლამისგან შესაბამის ეფექტს­ ვეღარ იღებს. ეს არც არის გასაკვ­ირი, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ონლაინკაზინო-ბეთებისთვის "პალიტრამედიის" მედიასაშუალებები აკრძალული ზონაა.­ ჰოდა, ამით გაღიზიანებულ ვაჟბატონს ისე გაახსენდა, უბრალოდ"(!).

ჩვენ ხომ ვიცით, სინამდვილეში რა აშფოთებთ ონლაინკაზინოების წარმომადგენლებს. ძალიან კარგი, თუ ინტერნეტრეკლამა მათთვის ეფექტიანი აღარ არის და სწორედ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მიზანი...

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე
მკითხველის კომენტარები / 6 /
საქართველოში სანამ მაქსიმალურად არ შეიზღუდება აზარტული ბიზნესი და ონლაინ სესხები მანამდე ვიქნებით ბანაჯუჯუები განვითარებული ქვეყნების თვალში. მე ეკონომისტი ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არათუ მაქსიმალურად შეზღუდვა, არამედ მათი სრული აკრძალვაც კი დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე! მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში აკრძალულია აზარტული ბიზნესი და მათი მოქალაქეები ჩვენთან აგებენ ფულს. ასე, რომ ჩინოვნიკების განცხადებები, რომ თურმე კაზინოები მნიშვნელოვნად ავსებენ ბიუჯეტს და ამიტომ არ არის გამართლებული მათი შეზღუდვა, პირველ რიგში ამორალურია, მეორე რიგში სრული ეკონომიკური იმბეცილიზმის გამოვლინებაა და მესამე რიგში პირადი ინტერესების არსებობის გონივრულ ეჭვს იწვევს!! სინამდვილეში ყველაფერი საკმაოდ მარტივია: ქვეყანას, რომლის ბიუჯეტიც ძირითადად კაზინოების, ონლაინ კრედიტების და რაღაც საეჭვო აზიური კომპანიების მიერ მონოპოლიზირებული ლოტო-ლატარეების შემოსავლებით იკვებება - ვერავინ ვერ აღიქვამს სერიოზულად! და არასდროს არ შემოვა სწორი მიმართულებების განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციები.
ვატო
11:59 22-11-2016
0
საკანონმდებლო დონე კიდე მინიმუმ 10 წელი არ გავა არც ონლაინ ტოტალიზატორების აკრძალვა და არც მიკროსაფინანსოების ზუსტად ჩვენნაირ ქვეყანაში კეთდება ამ ბიზნესებით ძალიან დიდი ფული...
effe
23:14 21-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული