2. ზოგადი: საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენად მორაგბე დავით ზირაქაშვილი დაასახელა. მეორე ადგილზე კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე გავიდა, მესამეზე - მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე.
3. ფეხბურთი. გაირკვა 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქეთა ვინაობა: ესპანეთი, ხორვატია, შვეიცარია, ესტონეთი.
5. რაგბი: ერთა თასის I ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა და 62:3 მოუგო.
5-6. ძიუდო: პარიზის "დიდ სლემზე" ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
6. ჩოგბურთი: მალიორკას (ესპანეთი) საერთაშორისო
6. ფეხბურთი: "ბენდელას თასი" ცხინვალის "სპარტაკმა" მოიგო.
9. ფეხბურთი. საქართველოს ნაკრებმა კვიპროსში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი 2:1 მოიგო
11. თავისუფალი ჭიდაობა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იაშარ დოგუს ტურნირი (თურქეთი) მოიგო.
12. რაგბი: ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 60:0 გაანადგურა.
13. ჩოგბურთი: ანა ტატიშვილმა მიდლენდის საერთაშორისო ტურნირი (აშშ, 100 ათასი დოლარი) მოიგო წყვილთა თანრიგში.
12. ფეხბურთი: ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა საქართველოს ჩემპიონატი.
12-13. ძიუდო: ბუდაპეშტის მსოფლიოს თასზე 2 ბრინჯაო მოვიპოვეთ: ბეთქილ შუკვანი (60 კგ) და დავით კარბელაშვილი (81)
17. ფეხბურთი: ჯანო ანანიძემ ევროპის ლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა.
20. კრივი: პედრაჟის (ბულგარეთი) საერთაშორისო ტურნირზე ლევან გულედანმა (91 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
21. ჭადრაკი: გადაწყდა, რომ ქალთა ევროპის ჩემპიონატი მაისში თბილისში ჩატარდება.
26. რაგბი: ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად 13:12 დაამარცხა პორტუგალია.
26-28. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ბურგასის (ბულგარეთი) საერთაშორისო ტურნირში მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა, არჩილ თურმანიძემ (66), ანტონ მამაგეიშვილმა (66), სოსო ჯაბიძემ (96) და დიმიტრი ჯავახიშვილმა (120) ბრინჯაოს მედლები იკმარეს.