არხს ბევრი მაყურებელი იმიტომაც ჰყავს, რომ 24-საათიან რეჟიმშია ხელმისაწვდომი, პირდაპირი რეპორტაჟების გარდა, აჩვენებს დოკუმენტურ ფილმებს გამორჩეულ ფეხბურთელებზე და უბრალოდ, საინტერესო ფილმებს ამ სახეობაზე...
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ საქართველოში არსებული ინტერესი გაითვალისწინა და გადაწყვიტა, რომ ჩვენთან არხები გაექართულებინა. ეს გუშინ სასტუმრო Rooms-ში Setanta Sports Eurasia-ს
ადრეც ვწერდით, რომ არხზე იმუშავებენ დიმა ობოლაძე, ახლა უკვე ცნობილი მსახიობი ნოდარ სიმსივე, ხოლო სარაგბო რეპორტაჟებს ნიაზ მამრიკიშვილი გაუძღვება.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები - კახა ჭუმბურიძე და ნიკა ჯღარკავა, რაგბის კავშირის წარმომადგენლები.
სავარაუდოდ, გაქართულებულ "სეტანტას" ეთერში დეკემბერშივე ვიხილავთ და ქართულად ყველა ნაყიდი პროდუქტი გადაიცემა. თავიდან ის "მაგთის" IP და თანამგზავრული ტელევიზიის მაყურებელს მიეწოდება, საბოლოოდ კი განვრცობას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავენ.
რაც მთავარია, არხის ხელმძღვანელებს გეგმაში საქართველოს სპორტული მოვლენების გაშუქებაც აქვთ, რაც ნამდვილად არ გვაწყენდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
,, საბოლოოდ კი განვრცობას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავენ''
_______________________________________
,,გეგმავენ'' ანუ როდისღაც იქნება ამ საუკუნეში ))))
ეხხხხ, ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობთ . . .