9 შესაძლებლიდან 7,5 ქულით პირველი ადგილი პოლონელმა გჟეგოჟ გაევსკიმ დაიკავა. გამარჯვებულს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩნენ უკრაინელი ევგენი შარაპოვი, ესპანელი ალექსანდრ იპატოვი და უკრაინელი იური ვოვკი, რომლებმაც, შესაბამისად, მეორე-მეოთხე ადგილები გაინაწილეს.
6,5 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა ლევან ფანცულაია, ამდენივე ქულით 25-ე იყო თბილისელი დავით არუთინიანი. 6 ქულა მოაგროვა თორნიკე სანიკიძემ, 5,5-5,5 ქულა - დავით ჯოჯუამ
სამაგიეროდ, ქალებში ბელა ხოტენაშვილმა იყოჩაღა - მან 6 ქულა მოაგროვა და 0,5-0,5 ქულით აჯობა მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ჰარიკა დრონავალსა (ინდოეთი) და მიხაელა-ვერონიკა ფოიშორს (რუმინეთი). 5,5 ქულით ნინო ბაციაშვილს წილად მე-4 ადგილი ხვდა.
.