ფინიშამდე ტურით ადრე

AutoSharing Option
სარაევოში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი ოსნა-2011, რომელშიც წარმატებით თამაშობს ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა.

იგი ბოლო ორი ტურის განმავლობაში ერთპიროვნულად მეწინავეობდა კიდეც, მაგრამ გუშინ მე-8 ტურში თეთრი ფიგურებით კრისტიან საბოს (უნგრეთი) დაუზავდა და ლიდერობა დაკარგა. მისი ყაიმით ისარგებლეს ჰრანტ მელქუმიანმა (სომხეთი) და ბორკი პრედოევიჩმა (ბოსნია-ჰერცეგოვინა), რომლებმაც, შესაბამისად, არკადი ნაიდიჩი (გერმანია) და ივან სარიჩი (ხორვატია) დაამარცხეს, 19-19 ქულას (მოგებისთვის 3, ყაიმისთვის 1, წაგებისთვის 0 ქულა) მოუყარეს თავი.

ჯობავა და მატეი სებენიკის (სლოვენია) მძლეველი მუსტაფა ილმაზი (თურქეთი) ლიდერებს თითო ქულით ჩამორჩებიან. მირჩეა-ემილიან პარლიგრასსა
(რუმინეთი) და კრისტიან საბოს 17-17 ქულა აქვთ.

დღეს ბოლო ტურში ერთმანეთს პრედოევჩი-მელქუმიანი, ილმაზი-ჯობავა და პარლიგრასი-საბო დაუპირისპირდებიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული