სოფიკო გურამიშვილს ორი კონკურენტი ჰყავს

AutoSharing Option
პალეოხორას (საბერძნეთი) მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის მე-7 ტურში სოფიკო გურამიშვილს ძლიერ მეტოქე ჰყავდა - ალექსანდრ ხარიტონოვი (2539), რომელიც რეიტინგში ჩვენებურზე 210 პუნქტით მაღლა დგას. ამის მიუხედავად, სოფიკომ შავი ფიგურებით ყაიმს მიაღწია და 5 ქულა მოაგროვა.

იგი ქალთა შორის პირველი ადგილის ერთ-ერთი კანდიდატია. მას კონკურენციას უწევენ ბულგარელები - ელიზა რაევა და ივა ვიდენოვა, რომლებმაც 7 ტურის შემდეგ ასევე 5-5 ქულას მოუყარეს თავი.

წარმატებას მიაღწია ბესარიონ ხეცურიანმა. ქართველმა საერთაშორისო ოსტატმა ბერძენ დიდოსტატ სპირიდონ სკემბრისს მოუგო. რაც შეეხებათ ლიდერებს, დაზავდნენ ხრისტოს ბანიკასი (საბერძნეთი) და
იური კრივორუჩკო (უკრაინა), მუსტაფა ილმაზი (თურქეთი)-დმიტრი სვეტუშკინი (მოლდოვა), ჯაიარამ აშვინი (ინდოეთი)-ანდრეი რიჩაგოვი (რუსეთი), პეტერ პროჰაზკა (უნგრეთი)-ტიგრან სიმონიანი (სომხეთი).

იყოჩაღეს ალბერტო დავიდმა (ლუქსემბური), ნიკიტა მაიოროვმა (ბელარუსი) და ალექსანდრ იპატოვმა (ესპანეთი), რომლებმაც იაროსლავ ზინჩენკოს (უკრაინა), ალექსანდრ ზუბარევისა (უკრაინა) და მისა პაპის (სერბეთი) ძლევით მონაგარს თითო ქულა შესძინეს.

7 ტურის შემდეგ 5-მა დიდოსტატმა (კრივორუჩკო, მაიოროვი, იპატოვი, დავიდი და ბანიკასი) 6-6 ქულა მოაგროვა. 12 მონაწილეს, მათ შორის - ხეცურიანს, 5,5-5,5 ქულა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სოფო მე-12-ეა რეიტინგში კი 31 პუნქტით წაიწია
kopala
08:06 28-07-2011
0

სიახლეები პოპულარული