დავით არუთინიანის პირველი ადგილი

AutoSharing Option
საერთაშორისო დიდოსტატ დავით არუთინიანის გამარჯვებით დასრულდა ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში გამართული რაპიდ -ტურნირი.

 

შეჯიბრი 9 ქვეყნის წარმომადგენელ 64 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა და 6-6 ქულით I - II ადგილები არუთინიანმა და ალექსეი გავრილოვმა (რუსეთი) გაინაწილეს.

 

რაპიდში ტურნის წინ უძღვოდა ტრადიციული დახურული "Olomouc Chess Summer 2011 - Valoz Cup turnaj GM – 1" 10 მონაწილეს შორის. დავითმა თავი აქაც გამოიჩინა და 9-დან 6 ქულით 2-3 ადგილები გაიყო ედუარდ ანდრეევთან (უკარაინა ) ერთად. 6,5 ქულით პირველ ადგილზე მასპინძელი, ჩეხი დიდოსტატი სტეფან ზილკა

გავიდა.


gcf.org.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართველია ისედაც და რატო უნდა მიაწეროს რომ ქართველია? ჭადრაკში გარკვეული რო იყო გეცოდინებოდა რომ ბატონი ადვითი საქართველოს მოჭადრაკე კაცებს შორის მე-10 ადგილზე იმყოფება:)))))
nino
22:25 15-08-2011
0
ვულოცავ ბატონ დავითს გამარჯვებას!

ავტორ, იქნებ დაგეწერა ისიც რომ ქართველია ეს კაცი. თუ რადგან სომხური გვარი აქვს არ ითვლება ქართველად?
უძლევი
02:17 15-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული