ორი ხელისუფალი

AutoSharing Option
ქართველმა დიდოსტატებმა ლევან აროშიძემ და ანა მათნაძემ ესპანეთში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალზე გუშინ მე-5 ტურის პარტიები მოიგეს და სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესეს.

ლევანმა ინდოელ ან მარი გომესი დაამარცხა, ანამ კი გერმანელ ალექსანდრ კარცევს აჯობა.

ლიდერთა ჯგუფში დაზავდნენ ალონსო ბაკალაო (კუბა)-მატე სადლერი (ინგლისი), ანტონ კოვალიოვი (არგენტინა)-თუან ბურგი (ჰოლანდია), დავიდ ლარინო (ესპანეთი)-დარიუშ სვირჟი (პოლონეთი). ედუარდო იტურისაგამ (ვენესუელა) და ანგელ არიბას ლოპესმა (ესპანეთი) ფლორიან ანდკე (გერმანია) და იან სმიტსი (ჰოლანდია) დაამარცხეს, მოაგროვეს 5-5 ქულა და დაწინაურდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული