მას შემდეგ, რაც სტარტზე ავადმყოფობის გამო შეჯიბრებას გამოეთიშნენ სომეხი ვლადიმერ აკოფიანი და ჩინელი ვან ჰაო, პირველი პარტიის მერე მათი ბედი გაიზიარა ეგვიპტელმა დიდოსტატმა ახმედ ალიმ,რომელიც სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და აფრიკის ჩემპიონს ექიმებმა მარცხენა თირკმლიდან კენჭი გამოუდევნეს.
ტურნირის ზემოთ ნახსენებ სამ მონაწილესთან ერთად პირველმა რაუნდმა ასპარეზობას სხვადასხვა ქვეყნის კიდევ 61 წარმომადგენელი ჩამოაცილა კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას.
ერთ-ერთი გახლავთ აზერბაიჯანელი ნამიგ გულიევი, რომელიც გალელ
დღევანდელი პაექრობებიდან ინტერესს იწვევს სერგეი კარიაკინისა (რუსეთი) და უესლი სოუს (ფილიპინები), ევგენი ალექსეევისა (რუსეთი) და ვასილი ივანჩუკის (უკრაინა), შაჰრიარ მამედიაროვისა (აზერბაიჯანი) და დანიელ ფრიდმანის (გერმანია), ნი ჰუასა (ჩინეთი) და რუსლან პონომარიოვის (უკრაინა), რუსტამ კასიმჟანოვისა (უზბეკეთი) და გატა კამსკის (აშშ) ორთაბრძოლები. აი, სომეხი სერგეი მოვსესიანი კი ქალებს დაერია: პირველ რაუნდში ჩინელი ჰოუ იფანი დაამარცხა, მეორეში კი იუდით პოლგარს (უნგრეთი) გაუწევს მეტოქეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"