ჩვენები ლიდერს თითო ქულით ჩამორჩებიან

AutoSharing Option
ესპანურ ნავალმორალ-დე-ლა-მატაში გრძელდება მოჭადრაკეთა მე-17 საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი დიდოსტატები კონსტანტინე შანავა და თორნიკე სანიკიძეც მონაწილეობენ.

საპრიზო ადგილებისთვის 17 ქვეყნის 69 წარმომადგენელი იბრძვის, მათ შორის 17 დიდოსტატია.

განვლილ სამ ტურში ჩვენებურებმა 2,5-2,5 ქულას მოუყარეს თავი. გუშინ მეოთხეში შავი ფიგურებით შანავა იბრაგიმ ხამარკულოვს, სანიკიძე კი ორელვის პერესს (ორივე - ესპანეთი) დაუზავდა.

4 ქულით უკრაინელი სერგეი ფედორჩუკი ერთპიროვნულად მეწინავეობს, რომელმაც გუშინ ესპანელი მანუელ პერესი დაამარცხა. ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით ჰენრიკ ტეშკე (გერმანია) და ხულიო გრანდა (პერუ) ჩამორჩებიან. 10 მოჭადრაკეს 3-3 ქულა აქვს. მე-5
ტურში შანავა ორელვის პერესს, სანიკიძე კი ნამიგ გულიევს (აზერბაიჯანი) დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
7 დან ორივეს 4.5 აქვთ და საპრიზოს შანსი ნულია
kopala
09:51 07-12-2011
0

სიახლეები პოპულარული