ბაადურ ჯობავა უდანაკარგოდ

AutoSharing Option
მილანში კრესპის 32-ე საჭადრაკო მემორიალში კვლავ იყოჩაღა გალელმა დიდოსტატმა, ბაადურ ჯობავამ, რომელმაც მე-3 ტურში სერბი მიროლიუბ ლაზიჩი დაამარცხა და 3 ქულით ვლადიმირ მალანიუკის (უკრაინა) მძლეველ როლანდ სალვადორთან (ფილიპინები) ერთად კვლავ გათამაშების ცხრილის სათავეშია.

მეწინავეთა სამი პარტია ყაიმით დამთავრდა. დაზავდნენ: სინიცა დრაჟიჩი (სერბეთი) - ვადიმ შიშკინი (უკრაინა), დარკო დორიჩი (ხორვატია) - ალესიო ვალსეჩი (იტალია), ანდრეა სტელა (იტალია) - დრაგან კოსიჩი (ჩერნოგორია).

მე-4 ტურში ითამაშებენ: სალვადორი (3) - ჯობავა (3), სედლაკი (2,5)
- კოლოვიჩი (2,4), ვალსეჩი (2,5) - დრაჟიჩი (2,5), კოსიჩი (2,5) - დორიჩი (2,5), შიშკინი (2,5) - სტელა (2,5), სოლოდოვნიჩენკო (2,0) - ბელია (2,5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული