გაუწყეთ, რომ სწრაფ ჭადრაკში (20 წუთი + 10 წამი) ნანა ძაგნიძემ მესამე ადგილი დაიკავა. გუშინ იგი ბლიცებში (3 წუთს + 2 წამი) ჩაება.
შეჯიბრება წრიული სისტემით მიმდინარეობს და ჯერ რვა ტური ჩატარდა. ჩვენებურმა ელენა დემბო (საბერძნეთი), მონიკა სოჩკო (პოლონეთი), ელისაბედ პეტცი (გერმანია) და ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) დაამარცხა, ხოლო ელმირა სკრიპჩენკოს (საფრანგეთი) ყაიმზე შეუთანხმდა, მოაგროვა 4,5 ქულა და ასპარეზობის დამთავრებამდე 7
დაწინაურდა ჩინელი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი, რომელმაც 8 შესაძლებლიდან 6,5 ქულას მოუყარა თავი. თითო ქულით ნაკლები მოაგროვეს ელენა დემბომ, კატერინა ლახნომ (უკრაინა) და ანა მუზიჩუკმა (სლოვენია), ჰარიკა დრონვალის (ინდოეთი) 5 ქულა აქვს.
ვაჟებში 8 ტურის შემდეგ ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) - 6,5, ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) - 6, ფრანჩისკო ვალეხო (ესპანეთი), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - 5,5-5,5, სერგეი კარიაკინი (რუსეთი), ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი) - 5-5 ქულა.
ბლიცტურნირზე დღეს დარჩენილი 7 ტური გათამაშდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"