ლიდერებს მდევართა სუნთქვა ესმით

AutoSharing Option
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება ცნობილი ქართველი მწვრთნელის თეიმურაზ ლომაიას ტრადიციული მემორიალი, რომელშიც უფროსი ასაკის მოჭადრაკეების პარალელურად 8-12 წლის გოგო-ბიჭებიც იბრძვიან საპრიზო ადგილებისთვის.

შეჯიბრების დამთავრებამდე 2 ტური დარჩა. გუშინ მე-5 ტურის ორთაბრძოლები გაიმართა. უფროსებში 4,5 ქულით ნინო ხომერიკი დაწინაურდა. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები აქვს ექვს მოჭადრაკეს (მათგან სამი გოგოა) - ანა კუჭავას, ნატა ჯიბუტს, დეა გოგიშვილს, ვეფხვია ხუბულავას, ალექსანდრე ებრალიძეს და ირაკლი კელეპტრიშვილს.

8-წლიანებში შესანიშნავად თამაშობენ დიანა ლომაია და გუბაზ ქუხილავა, რომლებიც გათამაშების ცხრილს უდანაკარგოდ უდგანან სათავეში. გოგონებში 4-4 ქულას მოუყარეს თავი
ლალი გარსიაშვილმა, ქეთი დავითურმა, სალომე მჭედლიშვილმა და მარი მირიანაშვილმა. ვაჟებში 4,5-4,5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს საბა ლომსაძე, ნიკა კაჭარავა და ლაზარე ლომსაძე ინაწილებენ.

10-წლიან ვაჟებში, ასევე, 5 ქულით ნიკოლოზ პეტრიაშვილი ლიდერობს. იგი ნახევარ-ნახევარი ქულით უსწრებს გიორგი აზნარაშვილს, კოკა ბუკიას და ცოტნე მამულაიშვილს. გოგონებში 4,5 ქულით ეკატერინე ცომაია პირველობს. მეორე ადგილზე მყოფ სალომე სანიკიძეს 4 ქულა აქვს.

12-წლიან გოგონებში 5 ქულით ნატა ჯიბუტი დაწინაურდა ერთპიროვნულად. დალი ნანეიშვილმა 4, მარიამ თვალავაძემ და მარი ჯანიაშვილმა 3,5-3,5 ქულას მოუყარეს თავი. ვაჟებში სამხელისუფლებიანობაა - საბა ამირიძე, ნიკოლოზ ცომაია და გიორგი თავზარაშვილი 4,5-4,5 ქულით პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ.

დღეს მე-6 ტურის პარტიები გაიმართება. გამარჯვებულები და პრიზიორები კი ხვალ გამოვლინდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული