ამის მიუხედავად, 4 ქულით ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ივა ვიდენოვა (ბულგარეთი) - მარიანა კიერიჩი (იტალია) 0:1, მარინა ბრუნელო (იტალია) - მარიაგრაცია დე როსა (იტალია) 0,5:0,5. ოთხი ტურის შემდეგ: გურამიშვილი - 4, შარევიჩი - 3,5, ბრუნელო - 3, დე როსა - 2,5, ვიდენოვა, კიერიჩი - 1-1 ქულა.
ვაჟთა მე-5 ტურის ორთაბრძოლები: ფაბიანო კარუანა
ხუთი ტურის შემდეგ: ნაკამურა - 11 (ვაჟებში მოგებისთვის 3, ყაიმისთვის - 1, წაგებისთვის 0 ქულა), მოროზევიჩი - 10, ივანჩუკი - 8, გირი - 5, კარუანა - 4, ვიტიუგოვი - 2.
პირველ იანვარს ტურნირის მონაწილეები ისვენებდნენ. გუშინ მეორე წრის პირველი ტურის პაექრობები გაიმართა: ქალები. მარინა ბრუნელო - სოფიკო გურამიშვილი 0:1. პირველ წრეში ჩვენებურმა იტალიელი თეთრი ფიგურებით დაამარცხა, ამჯერად კი შავებით 34-ე სვლაზე სძლია. მარიან კიერიჩი - მარიაგრაცია დე როსა 0,5:0,5, ანა შარევიჩი - ივა ვიდენოვა 0,5:0,5 (პირველი წრის შეხვედრაში შარევიჩმა გაიმარჯვა). ვაჟები. ანიშ გირი - ვასილი ივანჩუკი 1:0, ჰიკარუ ნაკამურა - ნიკიტა ვიტიუგოვი 1:0, ალექსანდრ მოროზევიჩი - ფაბიანო კარუანა 0:1.
ექვსი ტურის შემდეგ. ქალები. გურამიშვილი-5, შარევიჩი-4, ბრუნელო,დე როსა-3-3, ვიდენოვა, კიერიჩი-1,5-1,5. ვაჟები. ნაკამურა-14, მოროზევიჩი-10, ივანჩუკი, გირი-8-8, კარუანა-7 ვიტიუგოვი-2.
დღეს მე-7 ტურში ითამაშებენ: გურამიშვილი-დე როსა, ვიდენოვა-ბრუნელო, შარევიჩი-კიერიჩი; მოროზევიჩი-გირი, კარუანა-ნაკამურა, ვიტიუგოვი-ივანჩუკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"