გიორგი მარგველაშვილი ლიდერებში ინარჩუნებს ადგილს

AutoSharing Option
ფრიმონტში (აშშ) დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა საეთაშორისო ტურნირი "ჩრდილოეთ კალიფორნია 2012", რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 60 წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის - თბილისელი დიდოსტატი გიორგი მარგველაშვილი.

გასულ უქმეებზე ორ ტურში მან მონაგარს ქულა-ნახევარი შესძინა: მე-7 ტურში გრეგ შეიჰედი (აშშ) დაამარცხა, ხოლო მერვეში შავებით გეორგ მეიერს (გერმანია) დაუზავდა.

გუშინ, ასევე, ყაიმით დამთავრდა მარკ არნოლდისა (აშშ) და სემ შენკლენდის (აშშ), იური შულმანისა (აშშ) და კაიდენ ტროფის (აშშ), დანიელ რენჟისა (აშშ) და აქსელ ბაჰმანის (პარაგვაი), გრეგ შეიხედისა და სემ კოლინზის (ირლანდია) შეხვედრები. ჯოშ ფრიდელმა (აშშ) ენრიკო
სევილანო (აშშ) დაამარცხა, მაკენზი მოლნერმა (აშშ) ფაიკ ალესკეროვს (აზერბაიჯანი), ალეხანდრო რამირესმა (აშშ) კი ადაშ იაიაკუმარს (აშშ) აჯობა.

რვა ტურის შემდეგ: შენკლენდი - 6,5, ფრიდელი, არნოლდი - 6-6, შულმანი, რამირესი, მარგველაშვილი, მოლნერი, ტროფი - 5,5-5,5 ქულა. 10 მოჭადრაკეს 5-5 ქულა აქვს. პირველი ადგილისთვის გათვალისწინებულია 3000 ამერიკული დოლარი, მეორე ადგილისთვის - 1500 და მესამე ადგილისთვის - 1000 დოლარი.

ბოლო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: შენკლენდი - ფრიდელი, მარგველაშვილი - არნოლდი, შულმანი - მოლნერი, რამირესი - ტროფი.

პრიზიორთა ვინაობაც ამ ორთაბრძოლების შედეგებით გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული