მე-4 ტურში მან ესპანელი დავიდ პონსი დაამარცხა, მეხუთეში კი შავი ფიგურებით უკრაინელ ვიტალი ბერნადსკის აჯობა. ხუთი შესაძლებლიდან 4,5 ქულას მოუყარა თავი და კიდევ სამ მოჭადრაკესთან (აზერბაიჯანელი ნიჯათ მამედოვი, ბრაზილიელი ალექსანდრ ფიერი, ინდოელი აბჰიმანი პურანიკი) ერთად გათამაშების ცხრილის სათავეშია.
გუშინ ლიდერთა ჯგუფის შეხვედრები ასე დამთავრდა: ნიჯათ მამედოვი - ალექსანდრ ფიერი 0,5:0,5, ვიქტორ ვოლოდინი - მარეკ კოვაჩი 0,5:0,5, აბჰიმანი პურანიკი - ფრედერიკო გაზელი 1:0,
5 ტურის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ 4 მოჭადრაკეს 4,5-4,5 ქულა აქვს, ტურნირის თერთმეტ მონაწილეს კი - 4-4 ქულა. მე-6 ტურში აროშიძე მამედოვს, ფიერი კი პურანიკს დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"