ნანა ძაგნიძე მსოფლიოს ქალ მოჭადრაკეებში მეხუთეა

AutoSharing Option
წლეულს განვლილ ორ თვეში ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ რამდენიმე ტურნირში იყოჩაღა, განსაკუთრებით - თბილისში გამართულ პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის სუპერთასის გათამაშებაში, სადაც პირველი ადგილი დაიკავა.

წარმატებებმა თავისებური ასახვა ჰპოვა ფიდეს საპირველმარტო რეიტინგში, რომელიც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე გუშინ გამოქვეყნდა.

2012 წლის პირველი იანვრისთვის ძაგნიძეს 2535 პუნქტით მე-9 ადგილი ეკავა. 29 თებერვლის მონაცემებით (2559) ჩვენებურმა მე-5 ადგილზე აინაცვლა.

რეიტინგის სათავეში უწინდებურად უნგრელი იუდით პოლგარია ქალთათვის (და არა მარტო მათთვის) სუპერმაჩვენებლით - 2709 პუნქტი.

ათეულში მომდევნო ადგილებზე არიან: ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი
(ჩინეთი, 2639), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2589), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2583), ნანა ძაგნიძე (2559), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2557), კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2546), ჟაო სიუ (ჩინეთი, 2543), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2535) და ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2531).

ძაგნიძის გარდა, ქართველ მოჭადრაკეთაგან პირველ ასეულში შედიან: 16. მაია ჩიბურდანიძე (2500), 22. ბელა ხოტენაშვილი (2490), 37. ლელა ჯავახიშვილი (2448), 39. ნინო ხურციძე (2447), 40. ანა მათნაძე (2447), 44. ნინო ბაციაშვილი (2438), 61. სოფიკო ხუხაშვილი (2408), 62. ნაზი პაიკიძე (2406), 65. სალომე მელია (2400), 70. სოფიკო გურამიშვილი (2395), 80. თამარ წერეთელი (2383), 97. მაია ლომინეიშვილი (2366).

ვაჟთა ასეულს ისევ ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი (2835) მეწინავეობს. ლიდერს 15 პუნქტით ჩამორჩება სომეხი ლევონ არონიანი (2820), მესამე ადგილზეა რუსი ვლადიმირ კრამნიკი (2801). ათეულში შემდეგ მოდიან: მსოფლიოს ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2799), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2784), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2771), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2767), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2766), ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი, 2765), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2764). 2706 პუნქტით გალელ დიდოსტატ ბაადურ ჯობავას 31-ე პოზიცია უკავია და ჩვენებურთაგან ასეულში ერთადერთი წარმომადგენელია.

20-წლიან გოგონათა ოცეულში ნაზი პაიკიძეს (2406) მე-4, მერი არაბიძეს (2337) კი მე-14 საფეხური უკავია, ვაჟებში კი ქართველთაგან არავინაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული