ბათუმი 2012: საათები 31 მაისს ჩაირთვება

AutoSharing Option
აჭარის დედაქალაქში 30 მაისს საზეიმოდ გაიხსნა და 31 მაისს პირველი პარტიები გათამაშდება რაპიდში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში, რომლის ორგანიზატორები არიან პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია (პრეზიდენტი ემილ სუტოვსკი) და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია (პრეზიდენტი გია გიორგაძე).

შეჯიბრებაში 18 ქვეყნის 51 წარმომადგენელი ჩაებმება. მათ შორის - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები, რეიტინგით ტოპათეულის წევრები: ანა მუზიჩუკი (სლოვენია), ჰამფი კონერუ (ინდოეთი), ჟაო სიუ (ჩინეთი), ნანა ძაგნიძე (საქართველო), კატერინა ლაგნო (უკრაინა), ტატიანა კოსინცევა, ვალენტინა გუნინა (ორივე - რუსეთი).

ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას 17
ქართველი დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი დაიცავს.

ესენი არიან: ხუთ-ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონები - ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე; ასევე - ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ხურციძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, სალომე მელია, მაია ლომინეიშვილი, მერი არაბიძე, მაკა ფურცელაძე, სოფიო გვეტაძე, ინგა ჭარხალაშვილი, ნინო გურიელი, მირანდა მიქაძე და ნათია ჯანჯღავა.

31 მაისს, 1-სა და 2 ივნისს მოჭადრაკეები სამ-სამ პარტიას ითამაშებენ, 3 ივნისს კი ბოლო ორი - მეათე-მეთერთმეტე ტურები გაიმართება და ჩემპიონ-პრიზიორების ვინაობასაც შევიტყობთ. 4-5 ივნისს კი ბლიცში 15-ტურიანი მარათონი გამოავლენს გამარჯვებულის ვინაობას.

ასევე იხილეთ:
ნანა ძაგნიძე: ბათუმში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ

საათები დღეს ჩაირთვება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული