თითოეულ მონაწილეს ორმოცი სვლისთვის 2,5 საათი მიეცემა გადადებული პარტიის დასრულებით.
მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2764), გატა კამსკი (აშშ, 2741), ბაადურ ჯობავა (საქართველო, 2721), კრიშნან სასიკირანი (ინდოეთი, 2720), ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი, 2703), ემილ სუტოვსკი (ისრაელი, 2687), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2598). ტურნირი (საშუალო რეიტინგი - 2705) მე-19 კატეგორიისაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"