კონსტანტინე შანავა პავლოდარის ტურნირში ლიდერთა შორისაა

AutoSharing Option
ყაზახეთის ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით, პავლოდარი მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.

შეჯიბრებაში შვიდი ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის გახლავთ ქართველი დიდოსტატი კონსტანტინე შანავა, რომელმაც სტარტზე ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ მესამე ტურში მასპინძელ ანტონ გურკინს სძლია, 3 დეკემბერს კი სომეხ ზავენ ანდრიასიანს დაუზავდა და 3,5 ქულას მოუყარა თავი.

ოთხი მოგებით ერთპიროვნულად ყაზახი ანუარ ისმაგამბეტოვი დაწინაურდა. 4 დეკემბერს მან შავი ფიგურებით ალექსანდრ ზუბარევს (უკრაინა) სძლია.

ლიდერთა ჯგუფის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ავეტიკ გრიგორიანი (სომხეთი)
- ნიკოლაი კაბანოვი (რუსეთი) 1:0, ალექსეი ალექსანდროვი (ბელორუსი) - ვლადისლავ არტემიევი (რუსეთი) 0:1, ალექსეი პრიდოროჟნი (რუსეთი) - კონსტანტინ კაზაკოვი (ყაზახეთი) 0,5:0,5, რუსტამ ხუსნუტდინოვი (ყაზახეთი) - ასლან აიტბაიევი (ყაზახეთი) 0:1, პიოტრ კოსტენკო (ყაზახეთი) - რინატ ჯუმაბაევი (ყაზახეთი) 0,5:0,5, დანიილ პოსტნიკოვი (რუსეთი) - ჰოვანეს გაბუზიანი (სომხეთი) 0:1.

4 დეკემბერს, მე-5 ტურში ითამაშებენ: ანდრიასიანი (3,5) - ისმაგამბეტოვი (4), გაბუზიანი (3,5) - გრიგორიანი (3,5), არტემიევი (3,5) - შანავა (3,5), აიტბაიევი (3,5) - ზუბარევი (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული