მიხეილ მჭედლიშვილმა ნახჭევანში სტარტი წარმატებით აიღო

AutoSharing Option
ნახჭევანში 22 აპრილს დაიწყო აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ხუთი წარმომადგენელი მონაწილეობს.

მათგან წარმატებით აიღო სტარტი მიხეილ მჭედლიშვილმა, რომელმაც შავი ფიგურებით მასპინძელი ორხან აბდულოვი დაამარცხა.

დაზავდნენ: ზურაბ ჯავახაძე - ნარმინ კაზიმოვა (აზერბაიჯანი), ვუგარ ბაირამოვი (აზერბაიჯანი) - გიგა ყუფარაძე, თაბრის იდრისოვი (აზერბაიჯანი) - ლევან ფანცულაია, ბაჩანა მორჩიაშვილი -კონსტანტინ ლანდა (რუსეთი).

ასპარეზობის რეიტინგფავორიტია ვლადიმირ პოტკინი (რუსეთი), რომელმაც შავი ფიგურებით ვაჰაპ სანალს (თურქეთი) აჯობა. მეორე ნომრად განთესილი რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი) თანამემამულე ბაპრუზ რზაევს შეუთანხმდა
ყაიმზე.

პირველ ტურში 16-მა მოჭადრაკემ მიაღწია წარმატებას. 23 აპრილს მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული