ფიდეს გრანპრიზე კვლავ ბელა ხოტენაშვილი და ანა მუზიჩუკი ლიდერობენ

AutoSharing Option
შვეიცარიულ ჟენევაში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის პირველი რაუნდის მერვე ტურში ლიდერები - ბელა ხოტენაშვილი და სლოვენიელი ანა მუზიჩუკი ბრძოლის გაუმწვავებლად 26-ე სვლაზე დაზავდნენ.

ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ თუვშინთუგს ბათჩიმეგი (მონღოლეთი) და ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა).

ნანა ძაგნიძემ თეთრებით მოსაგებ პოზიციაში უხეში შეცდომა დაუშვა და 79-ე სვლაზე დანებდა კატერინა ლაგნოს.

დანარჩენი სამი პარტია ასე დამთავრდა: ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) - ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) 1:0, ჰოუ იფანი (ჩინეთი) - ანა უშენინა (უკრაინა) 0:1, ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) - ოლგა გირია (რუსეთი) 1:0.

კვირას შეჯიბრების მონაწილეები ისვენებდნენ.

13 მაისს ანა მუზიჩუკმა თეთრი ფიგურებით თუვშინთუგს ბათჩიმეგს სძლია, ტატიანა კოსინცევამ შავებით კატერინა ლაგნო დაამარცხა.

დაზავდნენ: ანა უშენინა - ნანა ძაგნიძე, ვიქტორია ჩმილიტე - ალექსანდრა კოსტენიუკი, ცზიუ ვენძიუნი - ჰოუ იფანი.

დიდხანს გაგრძელდა ოლგა გირიას და ბელა ხოტენაშვილის პარტია. შავებით ქართველმა დიდოსტატმა 68-ე სვლისთვის საგრძნობ უპირატესობას მიაღწია, მაგრამ ეH1 სვლით უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

რუსმა მოჭადრაკემ ჩვენებურის ეს საჩუქარი ვერ შეიშნოვა: ცაიტნოტში თავადაც უხეშად შეცდა და 108-ე სვლაზე საათი გააჩერა. ბელა ხოტენაშვილმა გათამაშების ცხრილში მორიგი გამარჯვება ჩაიწერა.

სატურნირო მდგომარეობა ცხრა ტურის შემდეგ: ხოტენაშვილი, მუზიჩუკი - 6.5-6.5, კოსინცევა-6, ლაგნო, ვენძიუნი, უშენინა-5-5, ჰოუ იფანი, ძაგნიძე-4.5-4.5, კოსტენიუკი-4, ჩმილიტე-3, ბათჩიმეგი-2.5, გირია-1.5 ქულა.

14 მაისს, მე-10 ტურში ითამაშებენ: კოსტენიუკი-ჰოუ იფანი, ძაგნიძე-ვენძიუნი, კოსინცევა-უშენინა, ხოტენაშვილი-ლაგნო, ბათჩიმეგი-გირია, ჩმილიტე-მუზიჩუკი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული