ნინო ხურციძემ ქალთა ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა

AutoSharing Option
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, დიდოსტატმა ნინო ხურციძემ საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 70-ე ეროვნულ ჩემპიონატში, რომელსაც თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს, 5 ივნისს ოქროს მედლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა - თეთრი ფიგურებით ასპარეზობის დებიუტანტი ლიკა კობეშავიძე 59-ე სვლაზე დაამარცხა და 7 ქულით ლიდერობა განიმტკიცა.

74 სვლა დასჭირდა საქართველოს ხუთგზის ჩემპიონ მაია ლომინეიშვილს ეროვნული ოსტატის - ანა კუჭავას დასამარცხებლად. ამ გამარჯვებით ლომინეიშვილმა ხურციძესთან ნახევარქულიანი სხვაობა შეინარჩუნა, ისევე, როგორც ინგა ხურცილავას მძლეველმა ნინო ბაციაშვილმა.

5 ივნისს მე-9 ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: მერი არაბიძე - სოფიო
ხუხაშვილი 1:0, სოფიო გურამიშვილი - მაკა ფურცელაძე 1:0, სალომე მელია - სოფიო გვეტაძე 0,5:0,5.

ცხრა ტურის შემდეგ: ხურციძე - 7, ლომინეიშვილი, ბაციაშვილი - 6,5-6,5, მელია - 6, გურამიშვილი - 5,5, ხუხაშვილი, ფურცელაძე, ხურცილავა, გვეტაძე - 4,5-4,5, არაბიძე - 3, კუჭავა - 1, კობეშავიძე - 0,5 ქულა.

6 ივნისს ბოლოსწინა, მე-10 ტურში ითამაშებენ: ბაციაშვილი - ლომინეიშვილი, გვეტაძე - კუჭავა, ხუხაშვილი - მელია, ფურცელაძე - არაბიძე, კობეშავიძე - გურამიშვილი, ხურცილავა - ხურციძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული