22 აპრილს 42 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოჭადრაკე და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა წევრი ნინო ხურციძე გარდაიცვალა.

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ ხურციძე სიმსივნეს ებრძოდა და მას შემდეგ სოციალურ ქსელში მისი დახმარების შესახებ რეკვიზიტები გავრცელდა. სამწუხაროდ, ხურციძემ დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.

ნინო ხურციძისათვის ჭადრაკი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის იყო. მას 5 საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 3 მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე და 7 ევროპის ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

ნინო ხურციძე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელია და საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის, მამაკაცთა შორის და ასევე, საქართველოს თასის მფლობელი.

პანაშვიდი: 24-25 აპრილს, 17.00 საათიდან.

მისამართი: რ. თაბუკაშვილის 41.

გამოსვენება: 26 აპრილს, 14.00 საათზე.

მისამართი: სიონის ეკლესიიდან.

Sportall.ge ღრმა მწუხარებას გამოხატავს ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს თანაუგრძნობს.

sidonia-s
რას დაეტაკე ამ პენსიონერის ალალ და გულიდან წამოსულ სიტყვებზე?! მეც ბევრჯერ მითქვამს ანალოგიური და ჩემი თავიც მიგულისხმია, როცა უდროოდ გარდაცვლილი ანგელოზი ბავშვების შესახებ წამიკითხავს, მინატრია ნეტავ მე ვიყო მათ ადგილას და ის ცოცხალი ყოფილიყო, ვიცი ასეთი ადამიანები ბევრნი არიან, ამაზე შეიძლება ადამიანის გაკიცხვა?! ყველას დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გისურვებთ, ნათელი ადგეთ უდროოდ წასულებს.
გიორგი
მე გეტყვით, ვინ რჩება.. ბიუჯეტის მხრავები და ქართული ოჯახების გამაოხრებლები, უმუშევრად დამტოვებლები, ბანკების გამგულავებლები, მილიონი ემიგრანტის შემქმნელები, 200 ლარიანი მონების ჩამომყალიბლებლები.. გეცოტავებათ კრიტერიუმები?
sidonia
პენსიონერი-ს. როცა თქვენს კომენტარს გავეცანი, გულდაწყვეტილი დავრჩი, რადგან ამ წუთილოფელში თურმე კიდევ დააბიჯებენ თქვენისთანა აზროვნების ადამიანები. კი, ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ თქვენს ამ მოსაზრებაზე დამებადა კითხვა - როგორ ან რა მონაცემებით თუ კრიტერიუმით უნდა დაახარისხო ადამიანები იმის მიხედვით, რომელია წასასვლელი და რომელი აქ დამრჩენი (აქ დამრჩენი ხომ არავინაა საბოლოოდ)?. საკითხავია, პირადად თქვენ (პენსიონერო), აქ დამრჩენთა რიგებში მოიაზრებ საკუთარ თავს თუ ნაადრევად წამსვლელებში უნდა იყოთ? ნინოს სული კი სასუფეველში ყოფილიყოს მარად...
პენსიონერი
ვიზიარებ ოჯახის ღრმა მწუხარებას. რა ხალხი მიდის ნაადრევად ამ ქვეყნიდან და რა ხალხი რჩება ამ ქვეყანაზე. არ არის უსამართლობა?
aburjga
ძალიან მეტწყინა! ღმერთმა აცხონოს!
gela gloveli
მიიღეთ უღრმესი სამძიმარი ამ საამაყო ქართველის გარდაცვალების გამო, როგორც ოჯახმა ისე მთელმა ერმა!
daviti
ჭადრაკს არ ვადევნებ თვალყურს მაგრამ სულით და გულით ვიზიარებ ოჯახის და საჭადრაკო სამყაროს მწუხარებას
შაკო
საზარელი ამბავია, ძაან მაგარი მოჭადრაკე იყო, ძალიან!!
ბათუ
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული....ძალიან ცუდია..ძალიან მეწყინა...სამწუხაროა
გაიოზ გოშაძე
უფალმა დაუმკვიდროს ნათელი, სადაც მართალნი განისვენებენ. ოჯახს და საქართველოს სპორტის მოყვარულებს კი ვუსამძიმრებ ძვირფასი ადამიანის დაკარგვას.
qomagi
არ ვიცოდი მისი ავადმყოფობის შესახებ და გული შემეკუმშა ამ სამწუხარო ამბის გაგებისას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ...
ლუკა
სამწუხარო არის ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა. მისი დაავადებასთან ბრძოლა მხოლოდ მისი გარდაცვალების დღეს გავიგე. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ჭადრაკის სამყაროს. ახალგაზრდა ადამიანების ავთვისებიან სიმსივნით დაავადების გაზრდილი სტატისტიკა არის საქართველოში. გენეტიკური მემკვიდრეობის გარდა გარე ფაქტორები უწყობენ ხელს სიმსივნის გაჩენას და გავრცობას. ასეთი გარე ფაქტორები არის უკიდურესად დაბინძურებული ჰაერი, წყალი და ნიადაგი. მწვანე საფარის კატასტროფული შემცირება ქვეყანაში ტყეების გაჩეხვის და ხანძრების გამო. მეორადი და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების გარეშე დარჩენილი ავტოპარკის ზრდა. დაბალი ხარისხის და ტყვიის შემცველი საწვავის იმპორტი. კარაცეროგენული უხარისხო საოჯახო და აგრარული ქიმიკატები და ჰიგიენის საგნები. უხარისხო ადგილობრივი და იმპორტირებული საკვები. მადნეულის მომპოვებელი კომპანიების მიერ ვერცხლისწყლის და სხვა შხამების გაშვება ჰაერში, ნიადაგში და მდინარეებში. საჭიროა სახელმწიფოს ინსტიტურების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რომ ჯანსაღი საარსებო გარემოს გარეშე ეს მავნე დაავადება ვერ დავა მინიმუმამდე.
დავითი
ძალიან განვიცადე... უფალმა გაანათლოს მისი სული.
alexandre
გაანათლოს უფალმა მისი სული. თავმდაბალი ქალიშვილი იყო. სათნო და ჭკვიანი. ძალიან დამწყვიტა გული. ლეჩკომბინატს სანამ დაანგრევდნენ, რეგულარულად დადიოდა კვლევებზე. 2012-დან აღარ მინახავს. ეჰ. იქნებ და ადრე დაგვესვა ეს წყეული დიაგნოზი და კარგად ყოფილიყო. ვიზიარებ დედის, ახლობლების მწუხარებას.ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა. ვილოცებ მისთვის.
giglia
ძალიან საწყენი ამბავია. საბრალო გოგო...
vaxo...
უფალმა აცხონოს!
mamuka
ნათელში იყოს
alex
ძალიან ვწუხვარ, ესე ადრე არ უნდა მიდიოდენ ესეთი მშვენიერი და მშრომელი ხალხი
სოსო
თავზარი დამეცა.მისი ავადმყოფობის შესახებ არაფერი ვიცოდი.ვიზიარებ მისი ახლობლების მწუხარებას და მეც ძალიან ვწუხვარ.ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
dato
ვწუხვარ.
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
[VIDEO] დრამატული ფინალი, რომელიც კარგა ხანს გვემახსოვრება - აფრიკის ერთა თასი სენეგალმა მოიგო!
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ბელა ხოტენაშვილმა საქართველოს ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდა
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატზე მედლები განაწილდა
ფიდეს აპრილის რეიტინგი: ნანა ძაგნიძე ათეულს დაუბრუნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა