გაიოზ ნიგალიძე მოჭადრაკე ვაჟთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია

AutoSharing Option
თბილისის ჭადრაკის სასახლეში 23 ივნისს დამთავრდა მოჭადრაკე ვაჟთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც წრიული სისტემით სხვადასხვა კუთხის 12 წარმომადგენელი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის.

შესანიშნავად ითამაშა ბათუმელმა საერთაშორისო ოსტატმა გაიოზ ნიგალიძემ, რომელმაც 8 პარტია მოიგო, ორი ყაიმით დაასრულა, ერთი წააგო და 11 შესაძლებლიდან 9 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა.

23 ივნისს ბოლო ტურში იგი გიგა ყუფარაძეს დაუზავდა. ასევე ყაიმით დამთავრდა დანარჩენი 5 შეხვედრა: ფრიდონ ყალაგაშვილი - დავით ლომსაძე, დავით ჯოჯუა - მერაბ გაგუნაშვილი, დავით მაღალაშვილი - დავით ზარქუა, კონსტანტინე შანავა
- ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი - ლუკა პაიჭაძე.

ამდენად, 72-ე ეროვნულ ჩემპიონატში ადგილები ასე განაწილდა: გაიოზ ნიგალიძე - 9, ლუკა პაიჭაძე - 8, დავით ჯოჯუა - 7,5, კონსტანტინე შანავა - 7, გია ყუფარაძე - 6,5, მიხეილ მჭედლიშვილი - 6,5, მერაბ გაგუნაშვილი - 6,5, ლევან ფანცულაია - 5,5, დავით მაღალაშვილი - 4, დავით ლომსაძე - 3, დავით ზარქუა - 2, ფრიდონ ყალაგაშვილი - 0,5 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინებ ისიც გაგერკვია ბოლო ტურსჰი ყველამ ფრედ რატო ითამაშა,პარტიებს გადაგეხედა ბატონო ვაჟა
ქომაგი
15:28 24-06-2013
0

სიახლეები პოპულარული