ქალთა პირველ ათეულში მეხუთე ადგილზეა ნანა ძაგნიძე (2558), რომელმაც ახლახან შესანიშნავად ითამაშა ფიდეს გრანპრის მეორე რაუნდში და მე-3 ადგილი დაიკავა.
საუკეთესო ათეულის მაჩვენებლები კი ასეთია: იუდით პოლგარი (უნგრეთი, 2596), ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2607), ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2600), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2594), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2558), ჩჟაო სიუე (ჩინეთი, 2553), კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2542), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2551), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2551), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2528), მარი სებაგი (საფრანგეთი,
რეიტინგით პირველ ასეულში კიდევ რვა ქართველი დიდოსტატია: 13. ბელა ხოტენაშვილი (2512), 31. ლელა ჯავახიშვილი (2465), 41. ნინო ხურციძე (2443), 51. სალომე მელია (2428), 54. სოფიკო გურამიშვილი (2421), 60. ნინო ბაციაშვილი (2405), 88. სოფიკო ხუხაშვილი (2374), 94. ნაზი პაიკიძე (2368).
ვაჟთა ასეულს უწინდებურად ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი მეწინავეობს 2862 პუნქტით. პირველ ათეულში შემდეგ მოდიან: ლევონ არონიანი (სომხეთი, 2813), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2796), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2784), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2780), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2776), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2775), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2775), ბორის გელფანდი (ისრაელი, 2773), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2767).
2693 პუნქტით 55-ე ადგილზე დაეშვა ბაადურ ჯობავა, რომელიც ვაჟთა საუკეთესო ასეულში ერთადერთი ჩვენებურია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"