ნანა ძაგნიძემ ფიდეს რეიტინგში მეხუთე ადგილი შეინარჩუნა

AutoSharing Option
ფიდემ 31 ივლისს თავის საიტზე გამოაქვეყნა საუკეთესო მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგები.

ქალებს უწინდებურად უნგრელი იუდით პოლგარი მეწინავეობს და, თამაშს თუ თავს არ დაანებებს, ალბათ, კარგა ხანს იქნება მანდილოსანთა ასეულის სათავეში.

სასიამოვნოა, რომ 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა ნანა ძაგნიძემ საუკეთესო ათეულში მე-5 ადგილი შეინარჩუნა, თანაც წინა თვის მონაგრით კოეფიციენტი 11 პუნქტით გაიმდიდრა. რჩეულთა ათეული კი ასეთია: იუდით პოლგარი (უნგრეთი, 2996), ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2609), ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2607), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2594), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2569), ჟაო სიუე (ჩინეთი, 2562),
კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2542), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2535), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2531), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2528).

სამი პუნქტით გაიუარესა კოეფიციენტი ბელა ხოტენაშვილმა და ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა - მე-14 ადგილზეა (2509).

საუკეთესო ასეულში ქართველთაგან, ძაგნიძისა და ხოტენაშვილის გარდა, ასევე, არიან: 32. ნინო ხურციძე (2461), 33. ლელა ჯავახიშვილი (2461), 50. სალომე მელია (2428), 51. სოფიკო გურამიშვილი (2425), 58. ნინო ბაციაშვილი (2412), 84. ნაზი პაიკიძე (2377), 92. სოფიკო ხუხაშვილი (2374). რაც შეეხებათ წინა თვის საუკეთესო ასეულის ბინადართ - ინგა ჭარხალაშვილს, მაია ლომინეიშვილსა და მაკა ფურცელაძეს, ამჯერად ასეულში მოსახვედრად კოეფიციენტი არ ეყოთ.

ვაჟთა ასეულის სათავეში მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2862). ათეულში შემდეგ მოდიან: ლევონ არონიანი (სომხეთი, 2813), ფაბიო კარუანა (იტალია, 2796), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2785), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2784), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2775), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2775), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2772), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2772), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2769).

ქართველთაგან ვაჟთა ასეულში მხოლოდ ბაადურ ჯობავაა (2696) და ისიც 53-ე საფეხურზე ჩამოქვეითდა.

20-წლამდელ ვაჟთა ასეულშიც ერთი ქართველია - ზურაბ ჯავახაძე (2457), რომელიც 82-ეა. ამ ასაკის გოგონებში სამი წარმომადგენელი გვყავს - 8. ნაზი პაიკიძე (2377), 10. მერი არაბიძე (2332) და 37. მარიამ დანელია (2235), რომელიც კარგა ხანია, აქტიურ ჭადრაკს ჩამოშორდა და აგვისტოში ოკეანის გაღმა (აშშ) გაემგზავრება უნივერსიტეტში სასწავლებლად.

ეს უფლება მან 16-წლიანებში ევროპის ჩემპიონობით მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული