ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში: ქალები ლიდერს დაუზავდნენ, ვაჟებმა აზერბაიჯანთან წააგეს

AutoSharing Option
ერთდღიანი შესვენების შემდეგ, 14 ნოემბერს ვარშავაში განახლდა მოჭადრაკეთა გუნდური ევროპის ჩემპიონატი.

საქართველოს ქალთა ნაკრები ერთპიროვნულ ლიდერს, მსოფლიოს ჩემპიონ უკრაინას დაუპირისპირდა.

ასპარეზობის ცენტრალური მატჩი დამთავრდა ფრედ - 2:2 (ნანა ძაგნიძე-კატერინა ლაგნო 1:0, ანა უშენინა-მერი არაბიძე 1:0, ბელა ხოტენაშვილი-მარია მუზიჩუკი 0:1, ნატალია ჟუკოვა-ლელა ჯავახიშვილი 0:1). დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დასრულდა: პოლონეთი-რუსეთი 2:2, გერმანია-პოლონეთი (3) 1.5:2.5, ესპანეთი-სომხეთი 0.5:3.5, რუმინეთი-უნგრეთი 1.5:2.5.

ექვსი ტურის შემდეგ: უკრაინა - 11 (17,5), სომხეთი - 9 (18), საქართველო - 9 (16), პოლონეთი - 9 (14), პოლონეთი (3) - 9 (13,5).

ჩვენი ვაჟთა გუნდი მე-6 ტურში აზერბაიჯანს შეხვდა და ტურნირზე პირველი მარცხი იგემა - 1:3 (ბაადურ ჯობავა-შაჰრიარ მამედიაროვი 0:1, ტეიმურ რაჯაბოვი-მიხეილ მჭედლიშვილი 0.5:0.5, ლევან ფანცულაია-ელთაჯ საფარლი 0.5:0.5, რაუფ მამედოვი-გაიოზ ნიგალიძე 1:0).

საბერძნეთი-საფრანგეთი 1.5:2.5, რუსეთი-რუმინეთი 2.5:1.5, სომხეთი-უნგრეთი 2.5:1.5, ინგლისი-უკრაინა 2:2, ჩეხეთი-ჰოლანდია 2:2, ესპანეთი-ხორვატია 1.5:2.5, ბელორუსი-სერბეთი 2.5:1.5.

ექვსი ტურის შემდეგ: საფრანგეთი - 11 (15), აზერბაიჯანი - 10 (14,5), რუსეთი - 9 (16), სომხეთი - 9 (13,5). 6 გუნდს (მათ შორის - საქართველოს) 8-8 ქულა აქვს.

15 ნოემბერს, მე-7 ტურში მეწინავენი ასე დაწყვილდნენ: ქალები. პოლონეთი (3)-უკრაინა, საქართველო-პოლონეთი, სომხეთი-პოლონეთი (2), უნგრეთი-რუსეთი. ვაჟები. აზერბაიჯანი-საფრანგეთი, რუსეთი-სომხეთი, უკრაინა-ბელორუსი, საქართველო-ინგლისი, ხორვატია-საბერძნეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული