ფიდემ მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ფიდემ პირველი მარტისთვის  მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. 2000 წლის შემდეგ პირველად, ქალთა საუკეთესო ასეულს 2686 პუნქტით სათავეში ჩაუდგა ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი. 15-წლიანი მოწინავეობის შემდეგ 2675 პუნქტით მეორე ადგილზე გადაინაცვლა იუდით პოლგარმა (უნგრეთი), რომელმაც აქტიური სპორტული კარიერა შარშან დაასრულა.

საუკეთესო ათეულში III-X ადგილებს ინაწილებენ: ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2581), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2570), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2557), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2552), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2530), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2530), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2529), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2528).

პირველ ასეულში ქართველთაგან,
ძაგნიძის გარდა, ასევე, არიან: 14. ბელა ხოტენაშვილი (2513), 25. ლელა ჯავახიშვილი (2481), 30. ნინო ბაციაშვილი (2475), 35. სალომე მელია (2459), 38. ნინო ხურციძე (2457), 94. მერი არაბიძე (2374), 98. სოფიკო გურამიშვილი (2367), 101. მაია ლომინეიშვილი (2362).

ვაჟთა ასეულში ჩვენებურთგან 47-ე ადგილზეა ბაადურ ჯობავა (2699). სათავეში კი ისევ ნორვეგიელი მაგნუს კარლსენია (2863). მომდევნო ცხრა ადგილზე არიან ფაბიანო კარუანა (იტალია, 2802), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ. 2798), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2798), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2794), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2791), ანიშ გირი (ინდოეთი, 2790), სოუ ვესლი (აშშ, 2788), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2783), ლევონ არონიანი (სომხეთი 2770).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარტი,მარტი ოხ ეს მარტი
aleqs
15:52 22-09-2017
0

სიახლეები პოპულარული