ბათუმი. ქალთა ფიდეს გრან პრი: მოწინავეთა ოთხეულში ორი ქართველია

AutoSharing Option
დღეს, 25 აპრილს, ერთდღიანი შესვენების შემდეგ ბათუმში განახლდება მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან პრის გათამაშების მე-4 ეტაპის შეხვედრები.

ასპარეზობის პირველ ორ ტურში წარმატებით ითამაშეს ლელა ჯავახიშვილმა და ოლგა გირიამ, რომლებიც უდანაკარგოდ დაწინაურდნენ, მაგრამ მესამე ტურში ლიდერები შეაჩერეს: ჯავახიშვილმა შავი ფიგურებით ანა მუზიჩუკთან წააგო, ხოლო გირიას თეთრებით ნინო ბაციაშვილმა აჯობა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ბელა ხოტენაშვილი-ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) 0.5:0.5, ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი)-ნანა ძაგნიძე 0.5:0.5, ვალენტინა გუნინა (რუსეთი)-მარია მუზიჩუკი (უკრაინა)
1:0, ჟაო სიუე (ჩინეთი)-ელინა დანიელიანი (სომხეთი) 0.5:0.5.

მე-4 ტური. კოსტენიუკი-გირია 1:0, დანიელიანი-ბაციაშვილი 1:0, მ. მუზიჩუკი-ჟაო სიუე 0.5:0.5, ძაგნიძე-გუნინა 1:0, ჯავახიშვილი-სკრიპჩენკო 0.5:0.5, ხოტენაშვილი-ა. მუზიჩუკი 0.5:0.5.

ოთხი ტურის შემდეგ: ა. მუზიჩუკი, ძაგნიძე, სკრიპჩენკო, ჯავახიშვილი-2.5-2.5, ბაციაშვილი, კოსტენიუკი, გირია, გუნინა, დანიელიანი-2-2, ხოტენაშვილი, ჟაო სიუე-1.5-1.5, მ. მუზიჩუკი-1 ქულა.

მე-5 ტურში ითამაშებენ: ა. მუზიჩუკი-კოსტენიუკი, სკრიპჩენკო-ხოტენაშვილი, გუნინა ჯავახიშვილი, ჟაო სიუე-ძაგნიძე, ბაციაშვილი-მ. მუზიჩუკი, გირია-დანიელიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული