ბათუმი. ქალთა ფიდეს გრან პრი: ანა მუზიჩუკი ლიდერობს

AutoSharing Option
ხუთი შედეგიანი პარტია და ერთი ყაიმი - ასე დასრულდა 26 აპრილს ბათუმში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან პრის მესამე ეტაპის მე-6 ტური.

ბელა ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით ორგზის ევროპის ჩემპიონ ვალენტინა გუნინას (რუსეთი) დაუზავდა. კვლავ დამარცხდა საქართველოს ჩემპიონი ლელა ჯავახიშვილი - ამჯერად ჩინელ ჟაო სიუესთან, ნანა ძაგნიძემ ნინო ბაციაშვილს აჯობა.

ანა მუზიჩუკმა (უკრაინა) ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი) დაჯაბნა და 4 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა.

დანარჩენი ორი პარტია ასე დასრულდა: მარია მუზიჩუკი (უკრაინა)-ოლგა გირია (რუსეთი) 1:0, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-ელინა დანიელიანი (სომხეთი) 1:0.

ექვსი ტურის შემდეგ:
ა. მუზიჩუკი-4, გუნინა, ძაგნიძე, ჟაო სიუე, კოსტენიუკი, სკრიპჩენკო-3.5-3.5, გირია-3, ჯავახიშვილი, მ. მუზიჩუკი, ბაციაშვილი-2.5-2.5, დანიელიანი, ხოტენაშვილი-2-2 ქულა.

დღეს მე-7 ტურში ითამაშებენ: სკრიპჩენკო-კოსტენიუკი, გუნინა-ა. მუზიჩუკი, ჟაო სიუე-ხოტენაშვილი, ბაციაშვილი-ჯავახიშვილი, გირია-ძაგნიძე, დანიელიანი-მ. მუზიჩუკი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული