ბათუმი. ქალთა ფიდეს გრან პრი: ფხა ქართველებთან გამოიჩინა

AutoSharing Option
ფოტოზე: ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი
ჩინელი დიდოსტატი ჟაო სიუე წარმატებით ასპარეზობს მოჭადრაკე ქალთა ფიდეს 2015-16 წლების გრან პრის გათამაშების მესამე ეტაპში, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.

შეგახსენებთ, რომ გრან პრის სამი რაუნდის ჯამში გამარჯვებული გაისად ტიტულისთვის ჩინელ მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანს დაუპირისპირდება.

აზიელმა მოჭადრაკემ შვიდ ტურში 4.5 ქულა მოაგროვა და აქედან 3.5 ქულა ქართველებს აართვა: პირველ ტურში ნინო ბაციაშვილს დაუზავდა, ბოლო სამ ტურში კი ზედიზედ სძლია ნანა ძაგნიძეს, ლელა ჯავახიშვილსა და ბელა ხოტენაშვილს.

27 აპრილს შავი ფიგურებით ლელა ჯავახიშვილმა ნინო ბაციაშვილთან
დათმო პარტია, ევროპის ორგზის ჩემპიონმა ვალენტინა გუნინამ (რუსეთი) ერთპიროვნულ ლიდერ ანა მუზიჩუკს (უკრაინა) აჯობა, ნანა ძაგნიძემ შავი ფიგურებით ოლგა გირიას გააჩერებინა საათი, ელინა დანიელიანმა (სომხეთი) მსოფლიოს ექსჩემპიონი მარია მუზიჩუკი (უკრაინა) დაამარცხა, დაზავდნენ ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი) და ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი).

შვიდი ტურის შემდეგ: ძაგნიძე, გუნინა, ჟაო სიუე-4.5-4.5, ა. მუზიჩუკი, კოსტენიუკი, სკრიპჩენკო-4-4, ბაციაშვილი-3.5, გირია, დანიელიანი-3-3, ჯავახიშვილი, მ. მუზიჩუკი-2.5-2.5, ხოტენაშვილი-2 ქულა.

დღეს, 28 აპრილს, მე-8 ტურში ითამაშებენ: კოსტენიუკი-მ. მუზიჩუკი, ძაგნიძე-დანიელიანი, ჯავახიშვილი-გირია, ხოტენაშვილი-ბაციაშვილი, ა. მუზიჩუკი-ჟაო სიუე, სკრიპჩენკო-გუნინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული