ბათუმი. ქალთა ფიდეს გრან პრი: ფინიშთან პირველი გუნინა მივიდა

AutoSharing Option
3 მაისს, ბათუმში დამთავრდა მოჭადრაკე ქალთა ფიდეს 2015-2016 წლების გრან პრის გათამაშების მესამე ეტაპი, რომელშიც ექვსი ქვეყნის 12 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის - ოთხი საქართველოდან. ისინი წრიული სისტემით შეხვდნენ ერთმანეთს. გათამაშდა 11 ტური.

მე-9 ტური უშეღავათო გამოდგა - მხოლოდ ერთი პარტია დასრულდა ყაიმით: ოლგა გირია (რუსეთი) ბელა ხოტენაშვილს დაუზავდა.

დანარჩენ შეხვედრებში ევროპის ორგზის ჩემპიონმა ვალენტინა გუნინამ (რუსეთი) მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი თანამემამულე ალექსანდრა კოსტენიუკი დაამარცხა. ჩინელმა ჟაო სიუემ ევროპის ჩემპიონ ელმირა სკრიპჩენკოს სძლია, მსოფლიოს ჩემპიონმა მარია მუზიჩუკმა (უკრაინა) ნანა ძაგნიძეს
აჯობა, ნინო ბაციაშვილმა კი ანა მუზიჩუკს გააჩერებინა საათი, ლელა ჯავახიშვილმა შავი ფუგურებით ელინა დანიელიანი (სომხეთი) დაჯაბნა.

მე-10 ტური
კოსტენიუკი-ძაგნიძე 1:0, ჯავახიშვილი-მ. მუზიჩუკი 0.5:0.5, ხოტენაშვილი-დანიელიანი 0.5:0.5, ა. მუზიჩუკი-გირია 0.5:0.5, სკრიპჩენკო-ბაციაშვილი 0.5:0.5, გუნინა-ჟაო სიუე 1:0.

მე-11 ტური
ჟაო სიუე-კოსტენიუკი 0:1, ყაიმზე შეთანხმდნენ: გირია-სკრიპჩენკო, ბაციაშვილი-გუნინა, დანიელიანი-ა. მუზიჩუკი, ძაგნიძე-ჯავახიშვილი. მ. მუზიჩუკი-ხოტენაშვილი.

საბოლოო შედეგები:
ვალენტინა გუნინა (რუსეთი)-7.5, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი), ანა მუზიჩუკი (უკრაინა), ნინო ბაციაშვილი (საქართველოა)-6-6, ნანა ძაგნიძე (საქართველო), ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი), ჟაო სიუე (ჩინეთი)-5.5-5.5, მარია მუზიჩუკი (უკრაინა), ლელა ჯავახიშვილი (საქართველო), ოლგა გირია (რუსეთი)-5-5, ელინა დანიელიანი (სომხეთი)-4.5, ბელა ხოტენაშვილი (საქართველო)-4 ქულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ ქართველებმა შედეგი ვერ აჩვენეს და რუსებს გაატანეს გრანპრი.ბათუმში მაინც არ ცატარებულიყო...არადა ნანას იმედი მქონდა
warmateba nanas
09:21 05-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული