კოსოვოში, მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-17 ჩემპიონატზე ხუთი ქართველი გამოვა

AutoSharing Option
11 მაისს კოსოვოში საზეიმოდ გაიხსნა მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-17 ჩემპიონატი, რომელშიც 39 ქვეყნის 262 წარმომადგენელი მოსინჯავს ძალებს.

მათგან 94 მასპინძელია, 105 კი - დიდოსტატი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კონტინენტის უძლიერეს მოჭადრაკეთა დიდი უმრავლესობა ამ ტურნირში არ მონაწილეობს. დასტურად ისიც გამოდგება, რომ შეჯიბრების რეიტინგფავორიტია ჩეხი დავით ნავარა, რომლის რეიტინგიცაა 2735 პუნქტი.

2700-იანიდან კიდევ სამი დიდოსტატი იბრძოლებს მედლებისთვის: პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი (2722), რუსი ნიკიტა ვიტიუგოვი (2721) და უკრაინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი რუსლან პონომარიოვი (2715).

ქართველთაგან ევროპელებს მეტოქეობას გაუწევენ ბაადურ ჯობავა (2661), ლევან
ფანცულაია
(2613), მერაბ გაგუნაშვილი (2569), ზურაბ სტურუა (2548) და თორნიკე სანიკიძე (2537).

კოსოვოში ვერ გაემგზავრა საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი დავით ჯოჯუა, რომელიც ქალთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელია და გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებას გაივლის.

კოსოვოში ჩემპიონატი ჩატარდება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. მოასპარეზენი 18 მაისს დაისვენებენ, დღეს კი პირველი ტურის ორთაბრძოლები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული