ჭადრაკი. ევროპის ჩემპიონატი: ქართველებმა მოგებით დაიწყეს

AutoSharing Option
ხუთი ქართველი დიდოსტატი მონაწილეობს მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-17 ჩემპიონატში (საპრიზო ფონდი - 120.000 ევრო, საიდანაც გამარჯვებული 20.000 ევროთი, მეორე-მესამეადგილოსნები, შესაბამისად, 15.000 და 10.000 ევროთი დაჯილდოვდებიან), რომელსაც კოსოვო მასპინძლობს.

სულ მედლებისთვის ბრძოლაში 39 ქვეყნის 239 წარმომადგენელი ჩაება. გამარჯვებულსა და პრიზიორებს შვეიცარიული სისტემით 11 ტური გამოავლენს.

გუშინ, 12 მაისს, პირველ ტურში 117-მა მოჭადრაკემ მიაღწია წარმატებას. მათ შორის ჩვენებიც არიან. ხუთივემ მასპინძლებს აჯობა: ბაადურ ჯობავამ შავებით სამი სალიხუ დაამარცხა, ლევან ფანცულაიამ, მერაბ გაგუნაშვილმა, ზურაბ სტურუამ და თორნიკე სანიკიძემ, შესაბამისად, ფატმირ ქორს, მუჰამეტ ბლაკაის,
სკენდერ ჰასისა და ავნი კრასნიქს სძლიეს.

წარმატებას მიაღწიეს ფავორიტებმაც - დავით ნავარამ (ჩეხეთი), რადოსლავ ვოიტაშეკმა (პოლონეთი), ნიკიტა ვიტიუგოვმა (რუსეთი) და რუსლან პონომარიოვმა (რუსეთი).

დღეს მე-2 ტურში ქართველები ასე დაწყვილდნენ: კასპერ პიორუნი (პოლონეთი)-მერაბ გაგუნაშვილი, ბაადურ ჯობავა-სებასტიან ბოგნერი (შვეიცარია), დარიუშ სვერჟი (პოლონეთი)-ზურაბ სტურუა, მიხაილ ქობალია (რუსეთი)-თორნიკე სანიკიძე, ბურაკ ფირატი (თურქეთი)-ლევან ფანცულაია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული