ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ტურნირში მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორმა ძიუდოისტებმა მიიღეს.

-90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ნოდარ ბერიანმა აიღო, რომელმაც მე-3 ადგილისათვის შეხვედრაში თანაგუნდელ უშანგი მარგიანს სძლია.

+100 კგ წონით კატეგორიაში კი ფინალში ონისე ბუღაძე გავიდა, მაგრამ რუს ანტონ ბრაჩევთან დამარცხდა...

თებერვლის თვეში ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრან სლემსა (11-12 თებერვალი) და დიუსელდორფის გრან პრიზე (24-26 თებერვალი) გამოვლენ, სადაც მედლებისათვის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრები იბრძოლებენ.

სამინისტროს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული