24-ში 60 და 66 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ. 60-ში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამე პრიზიორი ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში თავისუფალია, მისი მეტოქე კი ჩეხი დავიდ პულკრაბეკისა და ფრანგი სედრიკ რევოს შეხვედრაში გამოვლინდება. ამავე ჯგუფში არიან ჰოლანდიის სახელით მოჭიდავე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი თორნიკე ჭკადუა და ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი.
ნახევარფინალში მეზობელ ჯგუფში ყველაზე ტიტულოვანი მონღოლი მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი ამარტუვშინ დაშდავაა. ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანი თავდაპირველად ბულგარელ იანისლავ გერჩევს ხვდება, ამათში გამარჯვებულს
66-ში ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშილი საკმაოდ რთულ ჯგუფშია, თუმცა თავიდან არ ჰყავს ტიტულოვანი მეტოქეები - ის ჯერ გერმანელ მანუელ შაიბელს ხვდება, მეორე წრეში კი ლიტველ ანდრეი კლოკოვსა და ბულგარელ ბოჟიდარ ტემელკოვს შორის გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება, მაგრამ ჯგუფში მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის რუსთა ტაბასარანელი (დაღესტნური ეთნიკური ჯგუფია) ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი კამალ ხან-მაგომედოვი და ყაზახთა მსოფლიოს ფინალისტი აზამატ მუკანოვი ჰყავს.
25 თებერვალს ვაჟებში 73 და 81 კილოგრამებში გაიმართება შეხვედრები. 73-ში ჩვენი ორივე ფალავანი პირველი ეტაპიდან ჩაებმება ტურნირში. ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი შვედ კრისტოფერ მაკიასს დაეჭიდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი მეტოქედ ყაზახ ჟანსაი სმაგულოვსა და რუმინელ მარცელ ცერჩეას შორის უმჯობესი ეყოლება. ფრიდონ გიგანი თავიდან ჩეხ იაკუბ იეცმინეკს ხვდება, ხოლო თუ მოუგებს, რუსი დენის იარცევისა და პორტუგალიელი ჟორჟე ფერნანდესის დუეტიდან ერთ-ერთს გაეჯიბრება.
81 კილოგრამში თავის პირველ ტურნირს ატარებს ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი, ვინც თავიდან სერბ სტეფან მაჟდოვს დაეჭიდება, ხოლო წარმატების შემთხვევაში უნგრელ ატილა უნგვარის შეხვდება.
ამბაკო ავალიანის პირველი მეტოქე მოლდოველი ნიკონ ზაბოროსციუცია, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში სერბი მსოფლიოს ფინალისტი სრდჟან მრვალჯევიჩი ელოდება.
კვირას დარჩენილი სამი წონის - 90, 100 და +100-ის ფალავნები ასპარეზობენ.
90 კილოგრამში ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ტურნირში პირველი ეტაპიდან ჩაებმება ესპანეთის სახელით მოჭიდავე ქართველთან, ახალგაზრდებში მსოფლიოს ორგზის ფინალისტ ნიკოლოზ შერაზადიშვილთან შეხვედრით, წარმატების შემთხვევაში კი ბრაზილიური დუეტიდან ერთ-ერთს - მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიურ მედალოსან ტიაგო კამილოს ან ნაკიფ ელიასს დაეჭიდება, ოღონდ ელიასი უკვე ლიბანის სახელით გამოდის.
ბექა ღვინიაშვილი პირველ წრეში მონღოლ ბატერდენე ბანდიკხუუს დაეჭიდება, ხოლო თუ მოუგებს, რუს საიდ ემი ჟამბეკოვსა და გერმანელ მარკ ოდენტალს შორის უმჯობესს შეხვდება.
100 კილოგრამში თითის ტრავმის გამო ვერ იჭიდავებს ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი. ამავე წონაში ჩვენი ერთადერთი წარმომადგენლის, ლაშა ტაველურის პირველი მეტოქე კი ამერიკელი ლა შმიტია.
მძიმე წონაში სეზონის პირველ ტურნირს გამართავს ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი, ვინც პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი ყაზახი იერჟან შინკეიევისა და ბრაზილიელი რუან ისქუეროს შორის გამოვლინდება. ოქრუაშვილის ჯგუფშია იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა.
პირველ წრეში ისვენებს ლევან მატიაშვილიც, როგორც მისი მეტოქე, იაპონელი კოკორო კაგურა.