ამ სამდღიანი შეჯიბრების ვაჟთა განრიგი ასეა გაწერილი: დღეს ტატამზე 60 და 66 კილოგრამების ფალავნები გავლენ, ხვალ 73-81-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ, ზეგ - დარჩენილი სამი წონის, ანუ 90-ის, 100-ისა და +100-ის.
დღეს საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი, 66-ში კი ვაჟა მარგველაშვილი იბრძოლებენ. შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა გულშემატკივარს ამ ბმულზე შეუძლია.
60 კგ
ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში
ამავე ჯგუფში ჰოლანდიის სახელით მოჭიდავე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი თორნიკე ჭკადუა და ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი. ნახევარფინალში მეზობელ ჯგუფში ყველაზე ტიტულოვანი მონღოლი მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი ამარტუვშინ დაშდავააა.
ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანი თავდაპირველად ბულგარელ იანისლავ გერჩევს ხვდება, ამათში გამარჯვებულს კი მეორე ეტაპზე ფრანგი ევროპის ჩემპიონი ვალიდე ხიარი ელოდება.
66 კგ
ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი საკმაოდ რთულ ჯგუფშია, თუმცა თავიდან არ ჰყავს ტიტულოვანი მეტოქეები - თავიდან გერმანელ მანუელ შაიბელს ხვდება, მეორე წრეში კი ლიტველ ანდრეი კლოკოვსა და ბულგარელ ბოჟიდარ ტემელკოვს შორის გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება, მაგრამ ჯგუფში მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის რუსთა ტაბასარანელი (დაღესტნური ეთნიკური ჯგუფია) ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამეპრიზიორი კამალ ხან-მაგომედოვი და ყაზახთა მსოფლიოს ფინალისტი აზამატ მუკანოვი ჰყავს.
ასევე იხილეთ:
დიუსელდორფის გრან პრი: ქართველი ძუდოისტების წილისყრა
ფინალში არიან ჩვენი ჯიგრები!
პაპინამაც გაიმარჯვა!