დიუსელდორფის გრან პრი: პაპინაშვილი და მარგველაშვილი ფინალში გავიდნენ!

AutoSharing Option
დიუსელდორფში დღეს, 24 თებერვალს დაწყებულ ძიუდოისტთა გრან პრიზე ოქროს მედლისთვის ორი ქართველი იბრძოლებს - 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში ამირან პაპინაშვილი გავიდა, ხოლო 66-ში - ვაჟა მარგველაშვილი.

ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს მესამეპრიზიორმა პაპინაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ფრანგ სედრიკ რევოს, ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს და მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაას მოუგო, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი კიდევ ერთ მონღოლს - ბოლდბაათარ განბატს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონმა მარგველაშვილმა გერმანელ მანუელ შაიბელს, ბულგარელ ბოჟიდარ ტემელკოვს, რუს კამალ ხან-მაგომედოვსა და ებრაელ ტალ ფლიკერს აჯობა, ფინალში კი იაპონელ ნორიჰიტო
ისოდას შეხვდება.

დიუსელდორფის ტურნირზე ფინალური ბლოკი 20:00 სთ-დან დაიწყება, შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა გულშემატკივარს კი ამ ბმულზე შეუძლია.

დღესვე ტურნირზე ლუხუმ ჩხვიმიანმაც (60 კგ) იასპარეზა, რომელიც სტარტზევე დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა.

ასევე იხილეთ:
დიუსელდორფის გრან პრი: ქართველი ძუდოისტების წილისყრა
მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენ გენაცვალეთ, ლომებო!
მიშა
18:42 24-02-2017
0
ორივემ მაგრად იჭიდავა, მარგველამ განსაკუთრებით
Irakli apkhaidze
17:48 24-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული