ევროპის ჩემპიონმა მარგველაშვილმა ფინალურ შეხვედრაში იაპონელ ნორიჰიტო ისოდას დამატებით დროში, ვაზარზე გდებით მოუგო, მანამდე კი გერმანელ მანუელ შაიბელს, ბულგარელ ბოჟიდარ ტემელკოვს, რუს კამალ ხან-მაგომედოვსა და ებრაელ ტალ ფლიკერს აჯობა.
პაპინაშვილმა ფინალურ შეხვედრაში მონღოლ ბოლდბაათარ განბატთან წააგო.
დღესვე ტურნირზე ლუხუმ ჩხვიმიანმაც (60 კგ) იასპარეზა, რომელიც სტარტზევე დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა.
25 თებერვალს დიუსელდოფში მედლები კიდევ ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი გავლენ, 81-ში კი ნუგზარ ტატალაშვილი და ამბაკო ავალიანი იბრძოლებენ.
ასევე იხილეთ:
დიუსელდორფის გრან პრი: ქართველი ძუდოისტების წილისყრა
ვაჟა მარგველაშვილი