დიუსელდორფის გრან პრი. I დღე: ვაჟას ოქრო, ამირანის ვერცხლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 თებერვალს, დიუსელდორფში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან პრიზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებული 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი გახდა, ხოლო ვერცხლს ამირან პაპინაშვილი დაეუფლა

ევროპის ჩემპიონმა მარგველაშვილმა ფინალურ შეხვედრაში იაპონელ ნორიჰიტო ისოდას დამატებით დროში, ვაზარზე გდებით მოუგო, მანამდე კი გერმანელ მანუელ შაიბელს, ბულგარელ ბოჟიდარ ტემელკოვს, რუს კამალ ხან-მაგომედოვსა და ებრაელ ტალ ფლიკერს აჯობა.

პაპინაშვილმა ფინალურ შეხვედრაში მონღოლ ბოლდბაათარ განბატთან წააგო.

დღესვე ტურნირზე ლუხუმ ჩხვიმიანმაც (60 კგ) იასპარეზა, რომელიც სტარტზევე დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა.

25 თებერვალს დიუსელდოფში მედლები კიდევ
ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი გავლენ, 81-ში კი ნუგზარ ტატალაშვილი და ამბაკო ავალიანი იბრძოლებენ.

ასევე იხილეთ:
დიუსელდორფის გრან პრი: ქართველი ძუდოისტების წილისყრა
ვაჟა მარგველაშვილი
მკითხველის კომენტარები / 8 /
საღოლ ვაჟა
0
გაიხარეტ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ!!! გმადლობთ და გილოცავთ!!!
tngh
22:26 24-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული