დიუსელდორფის გრან პრი: ლაშა შავდათუაშვილი ფინალშია!

AutoSharing Option
25 თებერვალს, დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრის მეორე დღეს შეჯიბრში ოთხი ქართველი სპორტსმენი ჩაება, მათგან ბრძოლას კი ლაშა შავდათუაშვილი და ამბაკო ავალიანი აგრძელებენ. ამ დროისთვის შავდათუაშვილი 73 კგ-მდე წონით კატეგორიის ფინალშია გასული, ავალიანი კი 81 კგ-ში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი შეჯიბრში პირველი წრიდან ჩაება. ლაშამ შვედ კრისტოფერ მაკიას, ყაზახ ჟანსაი სმაგულოვსა და ბრაზილიელ მარსელო კონტინის აჯობა, 1/2-ფინალში კი ებრაელ ტოჰარ ბუტბულს მოუგო. გადამწყვეტ შეხვედრაში შავდათუაშვილის მეტოქე რუსი დენის იარცევი იქნება.

ავალიანმა გზი
დან ჯერ მოლდოველი ნიკონ ზაბოროსციუცი და სერბი სრდჟან მრვალჯევიჩი ჩამოიშორა, შემდეგ კი ამერიკელ ჯეკ ჰატონს აჯობა. 1/4-ფინალში ის რუს ასლან ლიპინაგოვთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი მეტოქედ პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძე ჰყავს.

დღესვე ბრძოლას ადრეულ ეტაპებზევე გამოეთიშნენ ფრიდონ გიგანი (-73) და ნუგზარ ტატალაშვილი (-81).

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 24 თებერვალს, ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამირან პაპინაშვილი კი 60-ში ვერცხლს დასჯერდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია!!! ეს კიდევ ერთი მედალი...
tngh
16:38 25-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული