ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი შეჯიბრში პირველი წრიდან ჩაება. ლაშამ ჯერ შვედ კრისტოფერ მაკიას, ყაზახ ჟანსაი სმაგულოვსა და ბრაზილიელ მარსელო კონტინის მოუგო, 1/2-ფინალში კი ებრაელ ტოჰარ ბუტბულს სძლია.
დღეს სულ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. სანუგეშო ტურნირში დამარცხდა ამბაკო ავალიანი (-81), რომელიც პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძეს ვერ გაუმკლავდა. ბრძოლას ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ტურნირზე მოპოვებული ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალია. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამირან პაპინაშვილი კი 60-ში ვერცხლს დასჯერდა.
- დიუსელდორფის გრან პრი. I დღე: ვაჟას ოქრო, ამირანის ვერცხლი [VIDEO]
დიუსელდორფის გრან პრი კვირას, 26 თებერვალს დასრულდება, მედლები ვაჟთა შორის 90, 100 კგ–მდე და მძიმე წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე –90), ლაშა ტაველური (–100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) გავლენ.