ევროპის ჩემპიონატი: ქართველების უმედლო დღე

AutoSharing Option
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაწყებული ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ქართველი სპორტსმენებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

20 აპრილს ასპარეზობაში ხუთი ქართველი ძიუდოისტი ჩაება. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან პაპინაშვილი.

სამწუხაროდ, მხოლოდ სასტარტო შეხვედრა მოიგო ვაჟა მარგველაშვილმა (-66). ასევე ნაადრევად გამოეთიშნენ მედლებისთვის ბრძოლას ქალთა შეჯიბრების მონაწილეები: ოლგა ალადოშვილი (-48) და ეთერ ლიპარტელიანი (57).

სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველებმა - რობერტ მშვიდობაძემ (-60) და გიორგი ზანთარაიამ (-66), რომლებმაც ოქრო, შესაბამისად, რუსეთსა და უკრაინას
მოუტანეს.

ხვალ, 21 აპრილს, ვარშავაში ვაჟებიდან 73 და 81-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ, ქალებში კი - 63 და 70-ის.

იხილეთ ჩემპიონატის განრიგი, ქართველი ძიუდოისტების წილისყრა და მეტოქეები
მკითხველის კომენტარები / 13 /
გაეორებინათ. ჩემი აზრით აჯობებდა. 66. მაგივრად. მითუმეტეს ხელი მოურჩა. და. სხვისგან გაიგო რო გუნდურსაც არ ჭიდაობდა.
ვეთანხმები ლევანს
22 აპრილი 2017 17:10
0
რა შუაშია ჭრიკიშვილის ერთი ტურნირის ვერ მოგება? ერთი ტურნირი ვერ მოიგო კი არა, ახალ წონაში თითქმის ყველა ტურნირის პირველივე რაუნდში უშანსოდ მარცხდება. ამის გარდა ხელი ქონდა ამოვარდნილი და უზარმაზარი ჰემატომა ქონდა მთელ მკლავზე და შენ ამბობ რომ ბექა უნდა დაეტოვებინათ სახლში და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ჭრიკიშვილი ეჭიდავებინათ?
fraternity
21 აპრილი 2017 12:50
0
ჭრიკიშვილი არ წაიყვანეს ერთი ტურნირის ვერ მოგება არ აპატიეს, და სხვა ქვეყანაში რომ წავიდეს და დიდი შანსია ყველას მოუგოს როგორც ამ ბიჩებმა მერე იტყვით რატომ წავიდაო,, შეეშვით სპორცმენებს და ფედერაცია ნუ დაგალეთ ბიჭები თქვენს ამბიციებს ნუ გადააყოლებთ
ლევანი
21 აპრილი 2017 12:09
0
ელემენტარულია, რახან გამუდმებით ფიზიკაში მოიკოჭლებენ, ესე იგი ცოტას ვარჯიშობენ, ეგ არის და ეგ. ახლა ერთად დავფიქრდეთ, რატომ ხდება ასე!
Gela
21 აპრილი 2017 11:47
0
ჩხვიმიანის საქციელი არის მთელი ქვეყნის სირცხვილი. მთელი ქვეყანა კარგავს პატივისცემას და დაფასებას და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ვერ გაუაზრებია რომ სვანეთის რომელიღაც სოფლის ბირჟაზე "სემიჩკას" კი არ ჭამს, საკუთარ ქვეყანას და ხალხს წარმოადგენს და შესაბამისადაც უნდა მოიქცეს. ასეთ სპორტსმენს არცერთი ნორმალური ფედერაცია არ გააჩერებდა ნაკრებში
fraternity
21 აპრილი 2017 11:42
0
ულოცავ ბიჰებს გამარჯვებას,ისინი ჰვენი სისხლი და ხორცია ხალხოო მოვა დრო და დაბრუნდებიან როგოც კახიასჰვილი დაბრუნდა და გამოადგებიან სამსჰობლოსდგეს კი პურის ფულის სასჰოვნელად არიან ცასული რომელი ერტი არ ცავა მაგალ ანაზგაურების სჰემტხვვასჰი.
bajo
21 აპრილი 2017 10:31
0
რატო წავიდნენ, რა ხდება... კარგით რა, სპორტია, ადამიანები არიან, ყველაფერი ხდება. 3 მილიონში გინდათ 6 მილიარდზე უკეთესი შედეგი დადოთ მუდმივად?! ცოტა იაზროვნეთ...
Kosta
21 აპრილი 2017 00:03
0
ჯერ სადახართ ზუსტად ეგ მართლა ქართველები მოუგებენ საქართველოს სახელით მოჭიდავეებს იძულებულები რო გახადეთ აქედან წასულიყვნენ.
Irakli
20 აპრილი 2017 23:30
0
ადრე დავწერე და კიდევ გავმეორდები: ძალიან მძიმე სიტუაციაა ჩვენს ძიუდოში, დაწყებული ფედერაციიდან და დამთავრებული ნაკრებით!!!! ფედერაციას და ცირეკიძეს: თუ მართლა გიყვართ ქართული ძიუდო და მასში მარტო პურის ფულის შოვნის გზას არ ხედავთ, ევროპის დამთავრებისთანავე შეიკრიბეთ და ნამუსიანი გადაწყვეტილებები მიიღეთ!!!! ნუ დაღუპავთ თაობების ნაწვალებ საქმეს და საბოლოოდ ნუ გააზიარებინებთ ჩცენს ძიუდოს ქართული ფეხბურთის ბედს!!!
პაატა
20 აპრილი 2017 22:38
0
"სირცხვილი"-ს. საქართველოდან რატომ წავიდნენ? ისინი ქარტველები არასოდეს ყოფილან, უბრალოდ გვარები აქვთ ქართველების მსგავსი.
გიო
20 აპრილი 2017 22:34
0

სიახლეები პოპულარული