ევროპის ჩემპიონატი. II დღე: საქართველო ისევ უმედლოდ

AutoSharing Option
21 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა გამოსვლა, პირველი დღის მსგასად, უმედლოდ დაასრულეს.

ბრინჯაოს დაუფლების შანსი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილს ჰქონდა, თუმცა ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში ხორვატ დომინიკ დრუზეტასთან წამებში წააგო.

რეხვიაშვილმა ჩემპიონატზე თავდაპირველად რუმინელ ვლად ვისანს, შემდეგ უნგრელ ატილა უნგვარსა და რუს ასლან ლაპინაგოვს სძლია, ნახევარფინალში კი გერმანელ დომინიკ რესელთან შეხვედრა დამატებით დროში დათმო.

ვარშავაში ასევე წარუმატებლად იასპარეზა ლაშა შავდათუაშვილმა (-73), რომელმაც მხოლოდ სასტარტო ორთაბრძოლა მოიგო, შემდეგ კი ავსტრიელ ლუკას რეიტერთან წააგო.

შეგახსენებთ,
რომ ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ხუთმა ძიუდოისტმა იჭიდავა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველამ წარუმატებლად. სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველებმა - რობერტ მშვიდობაძემ (-60) და გიორგი ზანთარაიამ (-66), რომლებმაც ოქროს მედლები, შესაბამისად, რუსეთსა და უკრაინას მოუტანეს.

- ევროპის ჩემპიონატი: ქართველების უმედლო დღე

შაბათს, 22 აპრილს, ვარშავაში ტატამი ვაჟთა დარჩენილი სამი წონის - 90, 100 და +100-ის ფალავნებს, ხოლო ქალებიდან დარჩენილი ორი წონის - 78 და +78-ის წარმომადგენლებს დაეთმობათ. საქართველოს ნაკრებიდან ვაჟთა ტურნირში ოთხი, ხოლო ქალებში ერთი ძიუდოისტი იასპარეზებს.

იხილეთ ჩემპიონატის განრიგი, ქართველი ძიუდოისტების წილისყრა და მეტოქეები
მკითხველის კომენტარები / 13 /
სამცუხაროდ ლიპოსაც გაუცჰირდება.გახსოვტ ალბატ ტბილისი ,,ზანკისჰიევიი რუსტა კავკასიელიი ,,
kopiliko uznadze
22 აპრილი 2017 12:52
0
დღეის მდგომარეობით უძლიერესი შეამადგენლობაა წაყვანილი, იმის გამოკლებით რო ჭრიკიშვილი 81-ში უნდა დაბრუნდეს და მაგ წონაში სხვებზე ძლიერია. პრობლემები მართლაც ბევრი და სერიოზულია ფიზკურად უსუსურად გამოვიყურებით, ტაქტიკურადაც ნაკრები გაუმართავია. შეხვედრების უმრავლესობა არასორი ტაქტიკით დაიგეგმა და მიმდინარეობდა, თუ მაგას საერთოდ ტაქტიკას ვუწოდებთ. ღვინიაშვილი და ლიპო სავარაუდოდ მედლება აიღებენ თუმცა ეგ მათი დამსახუება იქნება და არა მწვრთნელთა შტაბის. მოლედ სანამ დროა და სანამ ბოლომდე არ დავიღუპეთ ძირეული ცვლილებებია გასატარებელი. პ.ს. ისე ღირდა ამ ევროპაზე უღიმღამო ჭიდაობის სანაცვლოდ დასვენება თბილისის ტურნირზე საკუთარი მაყურებლის წინ???!!!!
dudu
22 აპრილი 2017 12:06
0
მეტი რა საქმე აქვთ ამ ...., ვიდრე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მოემზადონ, ეს ძალად ძიუდოისტები დებილი მენტალიტეტით ...
revo
22 აპრილი 2017 10:32
0
ბიჭები,როგორც ფიზიკურად ასევე ტატიკურად და ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი იყვნენ.ამას დაემატა შიში. ჰოდა ცოტა იღბალმაც გვიღალატა და მივიღეთ ასეთი შედეგი. ახლა გულშემატკივრებს ვინ გაგვცემს პასუხს?
amiran
22 აპრილი 2017 09:51
0
გულშემატკივარის პოზიციიდან ჩანდა:ბიჭები ფიზიკურად და ტექნიკურად ძალიან ცუდად იყვნენ მომზადებული.ამას დაემატა შიში და ცოტა იღბალი და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ვინმემ ხომ უნდა აგოს ამაზე პასუხი.მე პირადად ცუდად ვარ.ამოიღეთ ადამიანებო ხმა!
ამირან ფორჩხიძე
22 აპრილი 2017 09:33
0
ჰაი დედასა....კაციაშვილს რომ არ წაიყვან ...მაგის მომრევი წონაში ხომ არა ვინა ყავს..გინდა აბსოლიტურში გაუშვი....
arsena
21 აპრილი 2017 23:55
0
იყო ოლიმპიური ჩემპიონი არ ნიშნავს იმას, რომ იქნები კარგი მწვრთნელი! გული დამწყდა ნამდვილად. რაც შეეხება აკადემიურ მიდგომას, მე სრულიად გეთანხმებით. ძიუდო არაა მხოლოდ ხალა, მანდ დიდი ფილოსოფიაა საჭირო.
Давид
21 აპრილი 2017 23:13
0
რა ხდება და ზოგადად რომ ვთქვათ უვიცების და მაყუთისტების ხელშია ფედერაცია, ნაკრები ფაქტიურად უმწვრთნელოდაა (ცირეკიძე მაგარი ცოდოა...).... დეტალებში რომ ჩავიდეთ საერთოდ ხელია ჩასაქნევი...ყოფა უტირეს ქართულ ძიუდოს...ძალიან მალე რადიკალური ცვლილებები თუ არ მოხდა დიდხნიანი ჩავარდნა გველის (ერთადერთი ბექას იმედი მაქვს)!
პაატა
21 აპრილი 2017 22:12
0
ამისათვის ამზადებოდნენ?
სოსო
21 აპრილი 2017 21:47
0
რუსები საქმეს უდგებიან აკადემიურად. დახვეწეს ჭიდაობა დგომშიც და ჩოქბჯენშიც. შედეგიც სახეზეა. ძიუდო მოითხოვს სწრაფ აზროვნებასაც და უბადლო საშემსრულებლო ოსტატობასაც.მოჭიდავე, ილეთებს ორივე მხარეს უნდა აკეთებდეს ერთნაირად, თუ გაქვს პრეტენზია ჩემპიონობაზე.
ქუთაისელი
21 აპრილი 2017 21:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული