ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდა, ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
პირველი საჭიდაოდ ვაჟა მარგველაშვილი (66) გავიდა. შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და დაპირისპირება ოქროს ქულამდე გაგრძელდა, რომელიც საბოლოო ჩვენებურმა მოიპოვა და საქართველო დააწინაურა - 1:0.
სამწუხაროდ მეორე შეხვედრა ლაშა შავდათუაშვილმა (73) იპონით დათმო - 1:1.
მესამე საჭიდაოდ ზებედა რეხვიაშვილი (81) გავიდა, რომელიც სამწუხაროდ ასევე დამარცხდა. ოქროს ქულისთვის ბრძოლაში რუსმა პირველად აუღო ქულა და რუსეთი დაწიანურდა - 1:2.
მეოთხე
ბოლო კი საჭიდაოდ ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) გავიდა, მეტოქე იპონზე დააგდო და საქართველოს გამარჯვება მოუტანა - 3:2.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ქართველებმა გუნდურ შეჯიბრებაში იტალია, სერბეთი და უკრაინა დაამარცხეს.
- Georgia’s national team of judokas wins European Championship