საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

AutoSharing Option
23 აპრილს ვარშავაში ევროპის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრი გაიმართა.

ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდა, ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

პირველი საჭიდაოდ ვაჟა მარგველაშვილი (66) გავიდა. შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და დაპირისპირება ოქროს ქულამდე გაგრძელდა, რომელიც საბოლოო ჩვენებურმა მოიპოვა და საქართველო დააწინაურა - 1:0.

სამწუხაროდ მეორე შეხვედრა ლაშა შავდათუაშვილმა (73) იპონით დათმო - 1:1.

მესამე საჭიდაოდ ზებედა რეხვიაშვილი (81) გავიდა, რომელიც სამწუხაროდ ასევე დამარცხდა. ოქროს ქულისთვის ბრძოლაში რუსმა პირველად აუღო ქულა და რუსეთი დაწიანურდა - 1:2.

მეოთხე
უკვე ბექა ღვინიაშვილი (90) გამოვიდა და ანგარიში გაათანბრა - 2:2. ღვინიაშვილმა მეტოქე ვაზარზე დააგდო, შემდეგ შებოჭა და სასურველი გამარჯვებაც მოიპოვა.

ბოლო კი საჭიდაოდ ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) გავიდა, მეტოქე იპონზე დააგდო და საქართველოს გამარჯვება მოუტანა - 3:2.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ქართველებმა გუნდურ შეჯიბრებაში იტალია, სერბეთი და უკრაინა დაამარცხეს.

- Georgia’s national team of judokas wins European Championship
მკითხველის კომენტარები / 10 /
მალხაზ მეგობარო რუსეტის გუნდური ნაკრები დაკომპლექტებული იკო რეიტინგის მეასე და ას მეოცე ადგილებზო რომ არიან ცჰვენები კი აბა გაიხსენე რეიტინგსჰი მერამდე ადგილებზე არიან ასე რომ გასახარებელი მიტუმეტეს სატარაბახო არაპერი გვაქვს, ამ დუნდური მოგებიტ გადაპარეს ზირიტადი პრობლება,და კიდევ გუნდური ცჰემპიონობა ზიუდოს სამკაროსჰი ბევრს არაპერს არ ნისჰნავს.
maxos
24 აპრილი 2017 13:33
0
ხალხი არა ხართ ფედერაციის მისამართით ვამბობ დაიღალა შავდათუაშვილი ამ ვიზიტ ტურებით და იქნებ ვინმეთი ჩაანაცვლოთ ეუროპა აზია ამერიკის ნახვა ყველას სურვილია უფასოდ ხოლო ტატამზე წამოგორებას ბევრი ლაშაზე უკეთესად მოახერხებს
koki
24 აპრილი 2017 10:35
0
წარმატებები და წინ სვლა ჩვენ ძიუდისტებს!
მეც ვიზიარებ,ფინალში რუსებთან მოგებას სხვა ეშხი აქვს.მაგრამ რას მივაწეროთ შავდათუაშვილის და განსაკუთრებით რეხვიშვილის უსუსური ჭიდაობა???
amiran
24 აპრილი 2017 10:32
0
ჩვენი საამაყო ბიჭები!
მიშა
24 აპრილი 2017 09:59
0
თუშიშვილს 3-4 კგ-ს მომატება უნდა კუნთოვანი მასის ხარჯზე და დაუღალავი ვარჯიში
_+*
24 აპრილი 2017 07:22
0
ყოჩაღ და გილოცავთ! საწყენია რომ ინდივიდუალურში გაზგამოცლილები გავიდნენ და ბევრმა ვერას მიაღწია. ალბათ მეტი ლობიოა საჭირო:) არადა ამდენი მონაცემების მქონე მოჭიდავეები რომ ვერას გადიან საწყენია. მომზადების პერიოდი უნდა გადამუშავდეს რომ პიკში მიაღწიოს ყველამ დიდ შეჯიბრებებს და ენერგიის მარაგით.
niko
24 აპრილი 2017 06:55
0
დავითი და თიხის ფეხება გოლიათი, აწ და მარადის
sandro
23 აპრილი 2017 21:16
0
ძალზედ კარგად მომზადებული რუსეთის ნაკრები დაამარცხეთ და კიდევ უფრო დააკომპლექსეთ. ბრწყინვალედ იჭიდავეთ და სულ ასე გამარჯვებით გევლოთ.
ქუთაისელი
23 აპრილი 2017 20:58
0
ჭრიკიშვილმა უნდა დაიკლოს 81-ში და გვეყოლება მსოფლიო დონის ნაკრები,ვინც იაპონიასაც მოუგებს.მსუბუქ წონაშიც უნდა გამოჩნდეს ვინმე საიმედო,როგორიც იყო ტოტიკაშვილი.თუშიშვილი გუნდის ლიდერია.
jiji
23 აპრილი 2017 20:28
0
რუსების საშველი არარი,ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი არა ყავთო და მოგების იმედი ჰქონდათ.სამაგიეროდ ღვინიაშვილი და თუშიშვილი გვყავს.კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი.გილოცავთ ყველას.ფინალში რუსებთან მოგებას სხვა ეშხი აქვს.
მახო
23 აპრილი 2017 20:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული